ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უყრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს მოხდება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პეკინის ძალისხმევაში, შეასრულოს მშვიდობისმყოფელის როლი უკრაინაში, რასაც აქამდე სკეპტიციზმით უყურებდნენ ევროპაში.
ეს ასევე გააძლიერებს პეკინის, როგორც გლობალური შუამავლის სანდოობას გასულ კვირას საუდის არაბეთსა და ირანს შორის მოულოდნელი დიპლომატიური გარღვევის ხელშეწყობის შემდეგ“, – წერს ამერიკული გაზეთი.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო შეხვედრა უყრაინის პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, ვირტუალური ფორმატში იქნება.