რატი იონათამიშვილი: პრემიერის გამოსვლა იყო საკუთარ ქვეყანაზე და მოქალაქეებზე ორიენტირებული ღირსეული ლიდერის გამოსვლა

რატი იონათამიშვილმა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ შეაფასა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირას“ მისცა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს იყო „ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული ლიდერის გამოსვლა“.

„პრემიერის გამოსვლა იყო საკუთარ ქვეყანაზე და მოქალაქეებზე ორიენტირებული ღირსეული ლიდერის გამოსვლა და ვხედავთ რა რეაქცია აქვს მის გამოსვლაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელევიზიო არხებს და „ნაცმედიას“ – ისეც ფეიკ-კამპანიების წარმოება, რომ მისი ევროპული ღირებულებებით აღჭურვილი ეთერი წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს სრულიად სხვა განცხადებებით იყო გამოსული. მათი ეს ტაქტიკა არის განწირული, ვინაიდან ყველამ დაინახა, რომ ეს არის ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული ლიდერის გამოსვლა“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.