სამშაბათს ღამით საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობის სერიოზულ მცდელობას ჰქონდა ადგილი, რადგან რადიკალმა პროდასავლელმა ამბოხებულებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს. მიზეზად კი იმ კანონპროექტს ასახელებდნენ, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, დარეგისტრირებას ავალდებულებს. შეერთებული შტატების მართული დასავლური მეინსტრიმული მედია (MSM) ხელოვნურად ავრცელებდა ცრუ ნარატივს ვითომც ეს კანონპროექტი რუსულ სისტემას ეფუძნებოდა, სინამდვილეში კი იგი ამერიკული კანონითაა შთაგონებული.
კეთილი განზრახვის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ახალბედა, ჯერ კიდევ, არასრულყოფილი დემოკრატიის გარე ჩარევისგან დაცვას ითვალისწინებდა, რაც ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა ანტისახელისუფლებო ძალადობრივი გამოსვლების ორგანიზებისთვის.
დასავლეთს საქართველოს დასჯა სურს, რადგან პრემიერმა პრაგმატული უარი განაცხადა აშშ-ის პროქსი ომში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე მას შემდეგ, რაც გასული დეკემბრის დასაწყისში საჯაროდ ამხილა ეს შეთქმულება. ღარიბაშვილმა კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებაზეც უარი განაცხადა, პრემიერს არც ეს გადაწყვეტილება მოუწონეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სამშაბათს ღამით ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარუმატებელი იერიშის დროს ნიუ იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სტუმრობდა, ვიდეო მიმართვაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამბოხებულებს. ზურაბიშვილი დასავლეთის ცრუ საინფორმაციო ომის ნარატივს ავრცელებდა ვითომც კანონპროექტს რუსეთი უჭერდა მხარს. საფრანგეთში დაბადებულმა საქართველოს პრეზიდენტმა კარიერის დიდი ნაწილი ფრანგი დიპლომატის რანგში გაატარა. 2003-2004 წლებში იგი საქართველოში საფრანგეთის ელჩად მსახურობდა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილის შეთავაზებით საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდებოდა, რათა სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა. თუ ყველა განზრახვასა და მიზანს გავითვალისწინებთ, მას შემდეგ ზურაბიშვილი საქართველოში დასავლური ელიტების ერთ-ერთი მთავარი „გავლენის აგენტია“. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზოგადოებაზე გარკვეულ გავლენას მაინც ინარჩუნებს.
სწორედ ამ კონტექსტში განხორციელდა სამშაბათს ღამით ღარიბაშვილისთვის ხელისუფლების წართმევის ძალადობითი მცდელობა. თუმცა მოსკოვი ამ სცენარის განვითარებისთვის უკვე მას შემდეგ იყო მზად, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თებერვლის დასაწყისში გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არეულობა იგეგმებოდა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ერთ-ერთ ცნობილ ტელეწამყვანს განუცხადა: „ის ფაქტი, რომ საქართველოს გამომწვევ ფაქტორად გადაქცევა და მდგომარეობის სააკაშვილის მმართველობისთვის დამახასიათებელ აგრესიულ მდგომარეობაში დაბრუნება სურთ, ეჭვს არ იწვევს“.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონში დასავლეთის მიერ ფერადი რევოლუციის მოწყობის ბოლო მცდელობა არტიომოვსკი/„ბახმუტის“ გარშემო რუსეთის მიღწევების ფონზე განხორციელდა, რამაც პრეზიდენტ ზელენსკის გამაფრთხილებელი განცხადების გაკეთებისკენ უბიძგა, რომ თუ რუსეთი ამ ქალაქს დაიკავებდა, მაშინ დონბასის დანარჩენ ნაწილზეც შეძლებდა გაბატონებას. იმავე დღეს და თბილისში პარლამენტზე შტურმის დაწყების მცდელობამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაადასტურა, რომ იქ გამარჯვება რეგიონში კიევის თავდაცვას ბოლოს მოუღებდა.
შევაჯამოთ წინა დღის სტრატეგიული დინამიკა, სანამ სამშაბათს ღამით საქართველოში ხელისუფლების წარუმატებელ ცვლილებას შეეცდებოდნენ. ვიდრე პარლამენტში ამ კანონპროექტს კენჭს უყრიდნენ, მეინსტრიმულმა მედიამ შეთხზა ცრუ ნარატივი და ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი, რომელიც სინამდვილეში ამერიკულ კანონს ეყრდნობოდა, ქვეყნის რუსული ვექტორისკენ გადახვევის სიმბოლო იყო. ეს საინფორმაციო ომის კამპანია ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პრემიერმა ევრაზიის უდიდესი სახელმწიფოს წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე უარი განაცხადა, რათა შეერთებული შტატების უკრაინელი მარიონეტებისთვის ზეწოლა შეემსუბუქებინა.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ყოველთვის დასავლური ელიტების ერთ-ერთი მთავარი „გავლენის აგენტი“ იყო, ხელისუფლების დამხობის მცდელობისას ნიუ იორკში იმყოფებოდა და ოკეანის გაღმიდან ამბოხებულებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ყველას აცნობეს, რომ თუ რუსეთი არტიომოვსკ/„ბახმუტს“ დაიკავებდა, მაშინ დონბასის დანარჩენ ნაწილზეც შეძლებდა გაბატონებას. ამგვარად, სამშაბათს ღამით ყველაფერი მზად იყო, რათა ღარიბაშვილის ხელისუფლება ძალადობითი მეთოდებით დაემხოთ.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური სამსახურები წარმატებულად იცავენ პარლამენტის შენობას, ნაადრევია იმის თქმა, რომ ღარიბაშვილი თანამდებობაზე უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რადგან შეერთებულმა შტატებმა პოზიცია შეიძლება ჯერ კიდევ შეიცვალოს. ქართული საზოგადოება, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის უზარმაზარი გავლენის ქვეშაა. ამ პერიოდში „ოქროს მილიარდმა“ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გონება დაიპყრო და თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების შესრულება შთააგონა.
მრავლად მოიძებნებიან „სასარგებლო იდიოტები“, რომლებსაც ადვილად მოატყუებ და ობიექტური ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და მათი ლიბერალურ-გლობალისტური იდეოლოგიის საკეთილდღეოდ საკუთარ ქვეყანას აარევინებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, სავარაუდოდ, ახალი ცივი ომის ახალ ფრონტად გადაიქცევა, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს კრიზისი უახლოეს პერიოდში მოგვარდება. სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია და საქართველოს წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ გამოუცხადებელი ჰიბრიდული ომის შედეგმა შეიძლება უშუალოდ იმოქმედოს დონბასში განვითარებულ მოვლენებზე.
ენდრიუ კორიბკო, The Automatic Earth; ტაილერ დარდენი, ZeroHedge
წყარო: https://is.gd/q3L1Ii