შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი მსხვილი ბანკი დაიხურა.
„სიგნეიჩერ ბანკი“ კრიპტოვალუტის მფლობელებში იყო პოპულარული. ბანკის დახურვის მიზეზად სისტემური რისკები დასახელდა. მანამდე კი შეერთებულ შტატებში ბანკი „სილიკონ ველი“ გაკოტრდა. სიდიდით მეთექვსმეტე ბანკს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მეანაბრეებმა ბანკიდან თანხები გაიტანეს. გასულ კვირას ოთხმა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა საფონდო ბაზარზე 52 მილიარდი დოლარი დაკარგა. საბანკო სისტემის მდგრადობის მხარდაჭერის შესახებ დღეს ჯო ბაიდენი განცხადებას გააკეთებს.