თურქეთი უყრაინასა და რუსეთს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების გახანგრძლივებაში დარწმუნებულია

თურქეთი დარწმუნებულია, რომ უყრაინასა და რუსეთს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება გახანგრძლივდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის არსებულ შეთანხმებას ვადა 18 მარტს ეწურება. გარიგების გაგრძელებაზე კი მოლაპარაკებები ჟენევაში დღეს გაიმართება. მასში რუსეთის დელეგაცია და გაეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.