კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე კონსერვატიული მოძრაობისა და ტელეკომპანია „ალტ – ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ამ ფაქტს საკმაოდ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მუჭა ნარკომანების მიერ 8-9 მარტს მოწყობილი არეულობების შემდეგ, რომლებიც “ევროკავშირის მხარდაჭერის” ლოზუნგებით მოეწყო.

აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, გადატრიალებას აწყობდა.

შეგახსენებთ, რომ კონსერვატორების ქუჩაში გამოსვლა გამოიწვია პროვოკატორ მამუკა ქაცარავას მორიგმა პროვოკაციამ, რომელიც “ალტ ინფოს” ოფისის დარბევით იმუქრებოდა. შედეგად, ქაცარავა დაიმალა და არ გამოჩენილა.