აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან უახლოეს მომავალში სატელეფონო საუბრის გამართვას აპირებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტს ექნება საუბარს პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს იქნება რაღაც მომენტში, უახლოეს მომავალში, ჯერ არ ვარ მზად, ზუსტი თარიღი მოგაწოდოთ. თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ადრე განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბარი ჰქონდეს ჩინეთის პრეზიდენტთან“, – განაცხადა სალივანმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას სი ძინპინი თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩიეს.