ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილზე – თუკი მას ციხიდან არ გაათავისუფლებენ, მოკვდება

ორი თვის წინ მე მიხეილ სააკაშვილის სურათი ვნახე და ისეთი შოკირებული ვიყავი, მე ამან გამახსენა სერგეი მაგნიტსკი და ის, თუ როგორ დაიღუპა ის ციხეში წამებით, – ამის შესახებ „მაგნიტსკის აქტის“ ავტორმა, ბილ ბროუდერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე – „პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“.

„ყველამ კარგად იცის, თუ როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებით იმოქმედა იმან, თუ როგორ დაუპირისპირდა ის პუტინს 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. პუტინი იმდენად გაბრაზებული იყო მიხეილ სააკაშვილზე, რომ მან საჯაროდ თქვა: რომ მისი კვერცხებით ჩამოკიდება უნდოდა და იმ დროიდან პირად ვენდეტას აწყობს მის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ნებაყოფლობით თქვა უარი ძალაუფლებაზე. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, პოლიტიკური ბრალდებებით თავისუფლება შეუზღუდეს, აწამეს, მოწამლეს და ახლა ციხეში კვდება. ორი თვის წინ მე მისი სურათი ვნახე და ისეთი შოკირებული ვიყავი, მე ამან გამახსენა სერგეი მაგნიტსკი და ის, თუ როგორ დაიღუპა ის ციხეში წამებით. მე მან წერილი გამომიგზავნა ციხიდან, რომელშიც ამბობდა „შეგიძლია, დამეხმარო?“ და ვალდებულად ვგრძნობ თავს, გადავარჩინო მისი სიცოცხლე. ეს არის უკიდურესად გადაუდებელი საკითხი. თუკი მას ციხიდან არ გაათავისუფლებენ, მოკვდება“, – აღნიშნა ბილ ბროუდერმა.

დისკუსიას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, დედა გიული ალასანია და შვილი ედუარდ სააკაშვილიც დაესწრნენ.