«ერი და სახელმწიფოს» ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სახალხო მოძრაობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

სახალხო მოძრაობის მოლოდინში… ამ უქმე დღეებში ერთი პოზიტიური ინფორმაცია გაცხადდა საქართველოში. კერძოდ, ორგანიზაცია «ერი და სახელმწიფოს» ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სახალხო მოძრაობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც აპოლიტიკური მოძრაობა იქნება.

ავტორის თქმით, აპოლიტიკური მოსახლეობა უნდა შეიკრიბოს, რომელიც იმუშავებს შემდეგი მიმართულებით:

 

  • რეფერენდუმის უფლება დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეებს

  • პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირება 150-დან 100-მდე

  • მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით უნდა აირჩიოს როგორც სახალხო დამცველი, ასევე პრეზიდენტი

  • შემცირდეს გადასახადი ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე

 

მოგეხსენებათ, რომ შესაბამისი უწყებები აპელირებდნენ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, გააძვირეს კომუნალური გადასახადები. დღეს კი ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად გამყარებულია და ლოგიკურიც გახლავთ გადასახადების შემცირება.

ზვიად ტომარაძე ამბობს – სუფთა წარსულის ხალხმა უნდა მიიღოს პროცესში მონაწილეობა, რომლებიც პარტიული ზეგავლენისგან თავისუფალი არიან და არ მიუღიათ მონაწილება ბოლო 30 წლის მანძილზე ქვეყნის გაჩანაგებაში.

თავისთავად ისმება კითხვა, თუ როდის ჩატარდება აღნიშნული ღონისძიება ? ამ საკითხთან დაკავშირებით, ტომარაძე აკონკრეტებს: – უახლოეს მომავალში, მაგრამ ჯერ სჯობს საფუძველი ჩავუყაროთ, გავიაროთ კონსულტაციები, რადგან ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად კრახით სრულდება.

რამ გამოიწვია სახალხო მოძრაობის შექმნის აუცილებლობა? მართებულია ავღნიშნოთ, რომ მიზანი მარტივია, დღეს სამწუხაროდ ხელისუფლებას კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავს, გარდა ამისა, მიუკერძობელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც ვერ ხერხდება, სწორედ ამ ორივე პრობლემის გამოსწორება უნდა იყოს.

დამატებით კი იდეის ავტორი განმარტავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს  შეუძლია გამოთქვას საკუთარი შეხედულება თუ რა თემატიკაზე სურს აქცენტის გადატანა.

კაცმა რომ მკითხოს, იდეა ჩინებულია და პირადად მივესალმები ზემოთ მოყვანილ 4 პუნქტს და დავსძენ – კარგი იქნება თუ საშემოსავლო 18% -დან განახევრდება და გახდება 9% …   წარმოიდგინეთ, 700-ლარიანi ხელფასი როდესაც მოქალაქეს უწერია ხელშეკრულებაში, ხელზე იღებს 540 ლარს. და იმავე 18%-ით იბეგრებიან მაღალ ხელფასს შემყურე პარლამენტარებიც, რომლებიც სამწუხაროდ ქვეყნისთვის სასიკეთოს ნაბიჯის გადადგმის მაგივრად, საკანონმდებლო შენობაში «კრივის რინგის შენებით» არიან დაკავებულნი !

აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ წინამდებარე ინფორმაცია რატომღაც არც ერთ ქართულ არხს არ გაუშუქებია, რომ არაფერი ვთქვათ ბეჭდურ მედიაზე.

 

ბექა კვიციანი

ჟურნალისტი გმირ ქალაქ სტალინგრადიდან