გურამ მაჭარაშვილი:  ევროპარლამენტში დაიწყო აქტიური განხილვა ზუსტად ანალოგიურ და კიდევ უფრო მკაცრ კანონზე

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „აგენტების კანონზე“ ევროკავშირის მიერ მუშაობს დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„არაორდინალურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მაშინ, როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებდა, რომ არ უნდა მიგვეღო, რადგან ეს იქნებოდა დამაბრკოლებელი გარემოება ევროკავშირის გზაზე, დღეს აღმოჩნდა, რომ ეევროპარლამენტში დაიწყო აქტიური განხილვა ზუსტად ანალოგიურ და კიდევ უფრო მკაცრ კანონზე. დღეს ევროპარლამენტში ამ კანონის აქტიური განხილვა ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კანონის მიღება, ახლა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ კანონის მიუღებლობა იქნება მათი მხრიდან დამაბრკოლებელი გარემოება. აქედან ჩანს ზუსტად, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის და იქნება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.