„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, 12 -პუნქტიან რეკომენდაციას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და ნიკა გვარამიას პატიმრობას.