შალვა პაპუაშვილი:  ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს იმისთვის, რომ 12 პუნქტის რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო

თუკი ევროპაზე უნდათ საუბარი, ამაზე უნდა ისაუბრონ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს იმისთვის, რომ 12 პუნქტის რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დროშის ფრიალის ნაცვლად, გულში აფრიალონ დროშა და საქმე გააკეთონ. როგორც იცით, ვენეციის კომისიას ჰქონდა სხდომა 11 მარტს, სადაც განხილული იყო დასკვნები, რომლებიც სავარაუდოდ დღეს აიტვირთება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე. ჩვენ ეს დასკვნები უკვე მოგვეწოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.