ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა მათ ოფისს ქვა და სხვადასხვა საგანი ესროლეს

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა მათ ოფისს სხვადასხვა საგანი ესროლეს.

როგორც ბიბილაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ოფისში ქვაც შეაგდეს.

„მარტო ქვა არა, სხვადასხვა საგანი ესროლეს. ქოთნები და ა.შ. ბოლოს დიდი ქვა შემოვარდა ოფისში, რომელიც თავში ხვდებოდა ერთ-ერთ თანამშრომელს და მან ხელით მოიგერია“, – აღნიშნავს ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, „ალტ – ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.