განგაში უკრაინაში – ბელარუსიდან „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელი გამანადგურებლები აფრინდნენ

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მონიტორინგის ჯგუფ „ბელარუსი გაიუნის“ ინფორმაციით, ბელარუსში განლაგებული რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან, ჰაერში აფრინდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქში უკვე აფეთქებების ხმა ისმის.

ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.