გერმანიის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები პროფესიული განათლების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი მომავლის შესახებ სასაუბროდ საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„გერმანია ამჟამად მხარს უჭერს ამ მიმართულებას სამშენებლო, ლოგისტიკის, ასევე ღვინის, ტურიზმის სფეროს სამი ცენტრის მშენებლობით და მომავალშიც სისტემურ დახმარებას გაუწევს ქართულ მხარეს კერძო საწარმოების ამ პროექტში ჩართვის მხრივ. ასევე, მხარს დაუჭერს პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობასა და სექტორული უნარების ორგანიზაციების ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.