რუსეთიდან თებერვალში 187 მლნ$ გადმორიცხეს, რაც 754%-იანი მატებაა წინა წელთან შედარებით

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების თებერვლის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობამ 187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 754 პროცენტიანი ზრდაა.

ჯამში, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 372.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, თანხის 97.2 % კი 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის.

თებერვალში ფულადი გზავნილების მიხედვით ხუთეულშია შემდეგი ქვეყნები:

რუსეთი – $187 მლნ (753.72%-იანი მატება)იტალია – $39 მლნ (17.99%-იანი მატება)აშშ – $30.45 მლნ (44.43%-იანი მატება)საბერძნეთი – $17.37 მლნ (12.34%-იანი მატება)ისრაელი – $16 მლნ (16.38%-იანი მატება)