დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
არასრულწლოვნის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა.
მანამდე გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, მას ოჯახის წევრები ეძებდნენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.