რუსული საჰაერო ფლაგმანი “აეროფლოტი” დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს

თავდაპირველად, 1923 წლის 17 მარტიდან Аэрофлот-ის დაარსებისას, მისი სახელწოდება „Добролет“ იყო და მისი ავიაპარკი რამდენიმე ჰოლანდიური წარმოების ფოკერისგან შედგებოდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, საწყის ეტაპზე კომპანია სააქციონერო საზოგადოებად გაფორმდა. აქციების გაყიდვით, საბჭოეთმა მასობრივად დაიწყო სამამულო ლაინერების აწყობა. ამ პოლიტიკის გატარების შედეგი გახლდათ ის, რომ უკვე შვიდი წლის შემდეგ სააქციონერო საზოგადოება გაუქმდა და სახელი „აეროფლოტი“ მოევლინა სამყაროს.

აეროფლოტმა 1976 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა – პირველად ავიაკომპანიების ისტორიაში წლის მანძილზე 100 000 000 მგზავრს მოემსახურა.

სსრკ არსებობის პერიოდში აეროფლოტი აბსოლუტურად ყველა ადგილობრივ საკონსტრუქტორო ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობდა. საბჭოთა სივრცეს აეროფლოტის მარკით სერავდნენ: ილიუშინის, ანტონოვის, იაკოვლევის და ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროს პირშმოები. ამ სიიდან რომელიმე მოდელის გამოყოფა/განცალკავება შექება ალბათ არ იქნება სწორი, მაგრამ იმ პერიოდის გამოვლილ მოსახლეობას Ту 134, Ту 154  და Як 40 ნამდვილად დაგვამახსოვრდა…

აეროფლოტის პილოტები იყვნენ მაღალი ერუდიციის დონით გამორჩეულნი, სტიუარდები ყურადღებიანი, მზრუნველი და რაც მთავარია საკუთარი საქმის პროფესიონალები. დიახ,  პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და არაფრით ჩამოუვარდებოდა კაპიტალისტური სამყაროს წამყვან ფლაგმანებს.

მაგალითისთვის, 1963 წლის 21 აგვისტოს ლენინგრადის საჰაერო სივრცეში Ту 124 ორივე ძრავი გამოვიდა მწყობრიდან და პილოტებმა მგზავრებით სავსე ლაინერი ოსტატურად დასვეს ქალაქის ცენტრში მდინარე ნევაზე, ისე რომ ეკიპაჟი და მგზავრები არ დაზიანდნენ !

აეროფლოტი უზარმაზარი სახელმწიფოს რესპუბლიკებს, ოლქებს, ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებდა. 70 იანი წლებიდან უკვე Ил 86 საბჭოთა სუპერჯამბო ასრულებდა რეგულარულ რეისებს მოსკოვი-ვლადივოსტოკი… იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გადამზიდი… სხვათაშორის Ил 86 ავარიის გარეშე დაასრულა საკუთარი მოღვაწეობა ცაში.

სსრკ ეპოქის შემდეგ, კომპანია კიდევ მეტად გაიშალა და რამდენიმე შვილობილი ორგანიზაციაც დაარსა, საიდანაც აღნიშვნის ღირსია ლოუკოსტერი Победа.

დღეს, ოფიციალურად, აეროფლოტის ავიაპარკი ექსპლუატაციას უწევს 180 საჰაერო ხომალდს და მათი საშუალო ასაკი 7 წელს შეადგენს. აქტიურად თანამშრომლობს სამამულო საკონსტრუქტორო ბიუროებთან და მისი პარკი ივსება და მათ მიერ შექმნილი ლაინერებით, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…

დაბოლოს, კომპანიაში მომუშავე პერსონალს ვულოცავ იუბილეს, აგრეთვე მსურს მივულოცო საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის აეროფლოტის განყოფილების  პერსონალს დღევანდელი დღე და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ საჰაერო სივრცეში აეროფლოტი მალე დაგვიბრუნდება რეგულარული რეისით მოსკოვი – თბილისი !

 

 ბექა კვიციანი