გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ შეაქვს. ალასანია ამბობს, რომ არ იცის, თუ როდის მიმართავენ ევროპულ სასამართლოს. ამის შესახებ კომენტარს არც სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ.

სანამ ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე არ საუბრობენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოითხოვა.