აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ბევრი წყარო ჰყავს, რათა ინფორმაცია გადაამოწმოს.
„საცოდავი“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ „ენჯეოების“ ცრუ ინფორმაციის გარდა, სხვა წყარო არ აქვს, ვერ ამოწმებს და ილუზიაშია „ენჯეოების“ მიერ მიწოდებული ინფორმაციებით. სასაცილოა, რომ ანგარიშს თურმე შეცდომით წერენ. სახელმწიფო დეპარტამენტს ბევრი ინფორმაცია აქვს და ბევრი წყარო ჰყავს, რათა ინფორმაცია გადაამოწმოს. მათი ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობაა და 30 წელია, საშველი ვერ დავადგით. მთავრობაში ვინც არის, ამბობს, ყველაფერი კარგად არისო, ვინც ოპოზიციაშია, საპირისპიროს ამბობს. შემდეგ კი, როცა იცვლებიან, ეს განცხადებებიც იცვლება, სასამართლო სისტემა კი იგივე რჩება, რომელსაც ხელისუფლების გარდა, არავინ ენდობა და ეს ტრაგედიაა. ეს არის მთავარი შემაფერხებელი ბარიერი ჩვენს გზაზე დაახლოებისთვის“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.