თეთრი სახლი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მოუწოდებს ზეწოლა განახორციელოს კრემლის ლიდერზე, რათა პუტინმა პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ომი მის წინააღმდეგ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის პრეზიდენტს, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“, – აცხადებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი.
ცნობისთვის, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი 20 მარტს დაიწყო.