დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, მეორე მოსმენის ფარგლებში უნდა განვიხილოთ დეტალურად საკომიტეტო სხდომაზე და ამ მსჯელობის შედეგად, იმ საკითხებზე, რომლებიც რეკომენდებულია, ვიმსჯელოთ და კონკრეტული საკითხები დავხვეწოთ, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„თუ საქართველოს მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უყრაინული კანონის ანალოგია, ვენეციის კომისიაში პრობლემები დაინახეს უფლებრივი დაცვის თვალსაზრისით, მაშინ უყრაინას რა სამართლებრივ ლოგიკაზე დაყრდნობით უთხრა ევროკომისიამ – შენი კანონი კარგია და დაიწყე იმპლემენტაცია?“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას უბრუნდება. პროექტი მეორე მოსმენაზე უკვე დააბრუნეს და ახლა დოკუმენტში ცვლილებები შევა. პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებს გეგმავს.