აშშ უყრაინას Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უყრაინელი ჯარისკაცი Patriot-ის სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უყრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.
უყრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს Patriot-ის სისტემების მართვისა და გამოყენების ათვისება. ისინი სასწავლო კურსს, ათი კვირის ნაცვლად, რვა კვირაში ასრულებენ.
მედიასაშუალების ცნობით, Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უყრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.
აშშ ასევე დააჩქარებს უყრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების უყრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.