ეს არის სამართლებრივად გამართული მექანიზმი, არცერთ ეტაპზე არ დაგვიმალავს, რომ მოძრაობა „დროა“ არსებობს და არსებობს პარტია „დროა“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის პლატფორმა, რომელშიც არის აქტივიზმის მიმართულება, კვლევის მიმართულებაც და რომელშიც არის პოლიტიკური პარტიის მიმართულებაც. ძირითადად მოძრაობა „დროა“ დაკავებულია აქტივიზმით, რომელიც შეიძლება იყოს ქალთა უფლებები“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მმართველი გუნდის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მათივე არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებითი ფინანსების მისაღებად და ქვეყანაში პროცესების რადიკალიზიისთვის იყენებენ.