იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოულოდნელი ვიზიტით პოლონეთს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა.
ფუმიო კიშიდამ მატეუშ მორავეცკის მხარდაჭერას დაჰპირდა, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინას ეხმარება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მაისში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ხაზს გაუსვამს პოლონეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას.
ამასთან, მორავეცკის შემდეგ ფუმიო კიშიდა ქვეყნის პრეზიდენტ ანჯეი დუდასაც შეხვდა.
პოლონეთში ვიზიტამდე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ფუმიო კიშიდამ პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიიწვია.