მაკა ბოჭორიშვილი გიორგი ვაშაძეზე: როდესაც პრორუსულობას აბრალებ ხელისუფლებას,  ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე

როდესაც პრორუსულობას აბრალებ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა რამენაირად წინ წაწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის უბრალოდ დანაშაული ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„რეალურად, ესენი არიან პოლიტიკური რესურსისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყანას იმეტებენ ძალიან რთული შედეგებისთვის. როდესაც პრორუსულობას აბრალებ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა რამენაირად წინ წაწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის უბრალოდ დანაშაული ქვეყნის წინაშე“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ „საქართველოს სირცხვილია“, რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ „რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა“.