კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ ხედავს „საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან“, „ტვიტერის“ პირადი გვერდიდან მიმართავს.
„კარგი იყო ფოკუსი გაგესწორებინათ, ქალბატონო ანელინა! ჩვენ რას ვხედავთ თქვენსას მინდა იცოდეთ. ქართული ანდაზაა: ტყვილს მოკლე ფეხი
აქვს! ზეწოლასაც ვხედავთ და ქვეწოლასაც, გარეთაც და შიგნითაც. ჩვენს თვალში ბეწვის ძებნას, საკუთარში დირე გენახათ, არ გაწყენდათ, ფრაუ!“, – წერს ხაინდრავა.