გოგა ხაინდრავა ჯინ შაჰინს მიმართავს: ჩვენც როგორი იმედგაცრუებული ვართ ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლით, რომ იცოდეთ, სენატორო

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკელი კონგრესმენის ჯინ შაჰინის განცხადებას „ტვიტერზე“ პასუხობს.

„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია
– სენატორი ჯ. შაჰინი. ჩვენც როგორი იმედგაცრუებული ვართ ამერიკაში დემოკრატიის უკუსვლით, რომ იცოდეთ, სენატორო. წუხელ პრეზიდენტ ტრამპს მოუსმინეთ, ცრემლი მოგვადგა თვალებზე. God Blees America!“, – წერს ხაინდრავა.