საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულმა მაგდა პაპიძემ “ჯორჯიან თაიმსს” ქარტიაში უჩივლა.
საუბარია გამოცემის მიერ 2023 წლის 23 იანვარს გავრცელებულ მასალაზე, რომელშიც საუბარია, რომ მაგდა პაპიძე დაოჯახდა. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
“განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.