დავით ჩხარტიშვილი: ლექის აღზევება, დისკურსების ომი და ახალი დოქტრინა

პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილის  წინარე წერილი გამოქვეყნებული გახლდათ გაზეთ „აჭარა_PS_ში 2019 10 ივლისს, მაგრამ საიტის რეკონსტრუქციის გამო დაიკარგა.

თუმცა ერთ-ერთმა პორტალმა მოასწრო და გადაბეჭდა ის, რის წყალობითაც შესაძლებელი გახდა წლების მერე ისევ დაგვებეჭდა და შეგვეთავაზებინა მისი ერთგული მკითხველისათვის – მით უფრო რომ, მიმდინარე მოვლენების ფონზე, თარიღის მიუხედავად ზეაქტუალურია:

ყოველი მოვლენა მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედების და არა ერთი მიზეზის შედეგია, სწორედაც რომ არაორგანული, საქართველოსთვის არაბუნებრივი მიზეზების გამო ჩვენში სისტემური მსოფლმხედველობრივი კრიზისია. მიზეზების გრადაცია კი ფრიად ფართო; დაწყებული ყოფითი რუსოფობიით და ლგბტ-ტერორიდან ენჯეოშნიკების მხრიდან, დამთავრებული ოჯახის ინსტიტუტის დანგრევით, ტრადიციული ფასეულობების დევალვაციით და დაბალი სოციალური პასუისმგებლობის „წარმატებული“ ქალების მოძალებით ეკრანებზე, როგორც ორიენტირი მოზარდი თაობისათვის და ა.შ. ასეა, გზაჯვარედინზე ყოფნისას, ხშირად სიცრუე ანაცვლებს სიმართლეს, ქმნის ცრუ საბაზისო იდეებს და მასზე როგორც „ქვიშაზე სახლს“ ფინაჩი ევროატლანტისტების მიერ შენდება ბარაკული ტიპის ნაგებობა პირობითი სახელწოდებით – „ევროპული საქრთველო“, არსით კი „სატრანზიტო დერეფანი“, ბოშათა ბანაკის დარი პრიორიტეტებითურთ. როგორც იტყვიან; მოძებნე სათავე და ბევრ რამეს გაიგებ!

 

„მე ვერაფერს შემოგთავაზებთ გარდა სისხლისა, მძიმე შრომისა, ცრემლებისა და ოფლისა. ჩვენ წინ მძიმე განსაცდელი გველის. მრავალი თვის გატარება მოგვიწევს ბრძოლასა და ტანჯვაში…“ თუ ვინმეს დაავიწყდა ან არ იცის, შევახსენებ ვისი სიტყვებიცაა – სერ უინსტონ ჩერჩილის. ნათქვამია ისინი, 1940 წლის 13 მაისს პრემიერის თანამდებობის დაკავებისას. ითქვა ხისტად, საქმიანად და პატიოსნად, გამოწვევების ადეკვატურად და თქვენ გგონიათ საქართველო განსხვავებულ მდგომარეობაშია? არა, მაგრამ რომელი ქართველი პოლიტიკოსი, ან მით უფრო პრემიერი იქნება იმდენად გულწრფელი და თამამი ერის წინაშე რომ პირდაპირ, როგორც ნამდვილმა პატრიოტმა გვესაუბროს გამოწვევებზე და მიგვითითოს გზაზე რომელიც სავსე იქნება „სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლებითა და ოფლით…“? ნაცვლად ამისა, თავის მოქონვის სტილი, ჰარი-ჰარალეობა მოსახლეობის სრული გაღატაკების, ნატოში და ევროკავშირში შესვლის უპერსპექტივობის ფონზე – უკვე მერამდენე წელია ურა-პატრიოტიზმი და დემაგოგია არის მოდაში. მერამდენე დეკადაა, რაც ერთ დროს მდიდარ და ამაყ ქვეყანას, ტრაგიკული, მაგრამ ულამაზესი ისტორიით პრიტონად გარდაქმნას ცდილობს მავანნი.

მაშ ასე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით; “ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მხრიდან მკვეთრი განცხადებები. ისინი საუბრობენ ნატო-ს მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხის შემცველია…» რა ხდება? არადა სულ ცოტა ხნნის წინ მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ლავროვმა, უსურვა ზურაბიშვილს გამხდარიყო ყველა ქართველის პრეზიდენტი, დაუდასტურა კეთილგანწყობა და მერამდენედ გამოთქვა იმედი რუსულ-ქართული ურთერთობების გაუმჯობესებისა შემდეგ კონტექსტში: „ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩემი პარტნიორი 2005-2006 წლებში“. სამწუხაროდ ჩვენს შორის მიღწეული ზოგიერთი შეთანახმება არ იქნა შესრულებული ქართული მხრიდან… როდესაც ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, იქვე შევთანხმდით საერთო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყო დეტალურად დამუშავებული შეთანხმება, სამწუხაროდ ქართულმა მხარემ მოგვიანებით უარი განაცხადა ამ ცენტრის შექმნაზე… სამწუხაროა, რადგანაც მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი“. პირველივე მესიჯი საქმესთან დაკავშირებით და თუ ვინმეს არ ესმის მისი ნათქვამის მნიშვნელობა გეტყვით; ეს ცენტრი თავის დროზე რომ გახსნილიყო, 2008 წლის კონფლიქტი სხვაგვარად გადაწყდებოდა, შესაბამისად მომდევნო მოვლენებიც ჩვენს სასარგებლოთ განვითარდებოდა. ის კი, რაც კარასინმა გააჟღერა ორიოდე დღის წინ „ყვითელი ბარათია“ რომელიც წაყრუებას მოყვა. “Включение дурачка“, ხომ ალასანიას და „ნაცების“ კადრებით, გადატენილ საგარეო უწყების საფირმო სტილია. მოკლედ, ქვემოთ პუნქტობრივად აგიხნით თუ რატომ, ჯერ კი იმაზე, თუ სინამდვლეში რა მოხდა ჩვენთან და შეძლებს კი ზურაბიშვილი გახდეს „ყველა ქართველის პრეზიდენტი“, იქცეს ერთგვარ ბიფურკაციის წერტილად შიდიპოლიტიკურ და საგარეო სცენებზე – გაარღვიოს ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უკვე მესამე ათწლეულია იმყოფება და ერთსა და იგივე ფოცხს აბიჯებს? არა და აი რატომ; რიგითობის მიხედვით, ისტორიითა, სიმპატია-ანტიპატიის და მითების მიღმა, მხოლოდ რეალ-პოლიტიკა და სიტუაციის ადეკვატურ მოდელირებას შემოგთვაზებთ – ახალი დოქტრინის შექმნის გზაზე პირველი ნაბიჯს, რომელსაც ძალუძს გაარღვიოს წრე და გააერთიანოს საქართველო და ის, არ უნდა იყოს ტყუილზე და პროპაგანდაზე აგებული მცირე დოზითაც კი, რაგინდ მტკივნეული არ უნდა იყოს მკითხველისათვის.

 

არჩევნება ერთი რამ გვიჩვენა, „ოცნება“ ყოველწლიურად კარგავდა იმ მორალურ უპირატესობას რომელიც 7 წლის წინ გააჩნდა. როცა „ნაციონალების“ მიერ მოყენებული ტრავმა იყო გაცილებით მტკივნეული; აპელაციები წამებაზე ციხეებში, დაკვეთილ მკვლელობებზე, დემონსტრაციების სასტიკ დარბევებზე უკვე ვერ ახდენს მობილიზაციას ივანიშვილის ფიგურის ირგვლივ, იმდენად არასიმპატიური, ხარბი და რუხი პერსონები გაერთიანდნენ მის გარშემო. თანაც, მისი მომხრეების კონტინგენტი რომლიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს სააკაშვილის ადეპტების მანტრებს როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ვერ შობს მასებში ახალ ტალღას და პერსპექტივას. მთავარს – როდესაც წინა ხელისუფალთ სიბრიყვით შეჰყავთ ქვეყანა ევოლუციურ ჩიხში, ხოლო ამჟამინდელთ არ შეუძლიათ მისი აქედან გამოყვანა არკომპტენტურობის და სილაჩრის გამო. თუკი ექსტრაპოლაციას მოვახდენთ, სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ხრუშოვისეულ „დათბობასაც“, რომელმაც იმუშავა პირველ ხანებში, მაგრამ რადგანაც ხრუშჩოვი მოქმედებდა სისტემის შიგნით ისე რომ საფუძვლებს არ ეხებოდა, სისტემამ ბოლოსდაბოლოს ის დაამრაცხა. მსგავს პროცესთან გვაქვს საქმე საქართვლოშიც. რაც კი, სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების სურვილს ეხება, ეხლანდელი ხელისუფლება ტოლს არ უდებს ყოფილს და ხალხი ყოველივე ამას ხედავს, უბრალოდ არჩევანი როგორც ასეთი, ჯერ არ არსებობს. ძველ რომში, მოქალაქეს რომელიც ინიშნებოდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უნდა ეჩვენებინა ამომრჩევლისთვის ის იარები რომელიც მიიღო ხალხის გამო გამართულ ბრძოლებში. რა თქმა უნდა, არ მოვითხოვ გარეგნულად მსგავსი პროცედურის აღორძინებას, მაგრამ შიგთავსით მსგავსი რიტუალის დამკვიდრება აუცილებელია. ამ დროს კი რა ხდება „ოცნებაში“, ის გაძეძგილია სააკაშვილის ლატენტური მომხრეებით; უიდეობამ, ღერძის არქონამ განაპირობა ლექის აღზევებაც მათ რიგებში. ეს არაფერი იქნებოდა, მათი გამოაშკარავება ძალზედ ადვილია სირიის, უკრაინის, „ტომოსის“, ტრამპის და სოროსზე პოზიციების მიხედვით, „ნაციოანელბთან“ საერთო „მემების“ ქონით და მათ მიმართ, ერთი რეფლექსიით – მაგრამ ამითაც არავინაა დაინტერესებული. ისინი კი, როგორადაც არ უნდა ეფიცებდნენ ერთგულებას ივანიშვილს, ან ინიღბებოდნენ სააკაშვილისადმი მოჩვენებითი სიძულვილით, საჭირო მომენტში, რა თქმა უნდა იქნებიან სააკაშვილის მხარეზე – „დიდის“ და არა „ტექნიკურის“ მომხრეებად მოგვევლინებიან, ლენინისა და სტალინის და არა უხერხემლო ხრუშჩოვის გვერდით აღმოჩნდებიან. სააკაშვილი, განსხვავებით ივანიშვილსაგან თავის მილიარდებითურთ და მლიქვნელების არმიით იდეაა – ცუდი, კარგი, ისე რა, მაგრამ იდეაა რომელსაც მრევლი მიჰყვება. რაც 7 წლის განმავლობაში ვერ შემოგვთავაზა ივანიშვილმა – გარდა კრემლთან ურთიერთობების დალაგების მორცხვი მცდელობებისა, იგივე მანტრებისა რომლებსაც მიშა უტენიდა ხალხს თავში, მაგრამ ნაკლები ინტენსიურობითა და ფანატიზმით. „კადრები ყველაფერს წყვეტენ!“: ამიტომაც არ ღირს კოლექტიური ზურაბიშვილისგანაც ველოდოდოთ რაიმე ტიპის გარღვევებს რუსულ მიმართულებაზე – ზედაპირული, გლამურული სულის მატარებელი ხალხის საქმე არაა ეპოქალური გარღვევები. ვუტრირებ – მით უფრო „ლეველზე“, რომელზეც შეიძლება ანტიტერორისტული ცენტრის საკითხის წამოჭრა, ან მაგალითისთვის, სხვა ტიპის საქმიანი საუბარის გაბმა რუსთან, სეპარატსტული რეგიონების დაშოშმინებაში დახმარების სანაცვლოდ. ამისათვის არც მას, არც მის მომხრეებს ზოგადად, არ გააჩნიათ მორალური უპირატესობა და სიცხადე, არც „სტრატეგიული მეგობრების“ დაინტერესება, არც ნება შეეწინააღმდგონ ისეთ რეანიმირებულ და თვითდაჯერებულ ძალას როგორიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, მათ მიმართ ლოიალურად განყობილი ჟურნალისტებისა და მედიაბერკეტების ლეგიონითურთ. აქვე, არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ზემოთქმულის კონტექსტში „ნაცების“ აკრძალვის იდეაზე აყოლილებს, როგორ წარმოგიდგენიათ 800 000 ანი ელექტორტის მქონე პარტიის აკრძალვა 3 000 000-იან ქვეყანაში? გაგიგიათ ასეთი რამ მომხდარიყო სადმე? პარტია კი არ უნდა ავკრძალოთ-თქო, იდეურად უნდა გააკოტროთ, შენი გზის უპირობო უპირატესობა უნდა აჩვენო მათ, მაგრამ ამისათვის სხვა ტიპის ბაგაჟი და მორალური სიცხადეა საჭირო თავად ამ მოთხოვნის გამჟღერებელთა რიგებში.

 

გავაგრძელთ; ამ დროს მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. სააკაშვილმა გააცხადა რომ არ სცნობს საპრეზიდენტო შედეგების არჩევნებს და აანონსებს მომხრეების მასობრივ გამოსვლებს და ეს მიმდინარებს კიდეც სხვადასხვა ფორმებით. მიზეზები საკმარისზე მეტია – დაწყებული უფროსკლასელის სათანადოდ გამოუძიებელი მკვლელობით, კრიმინალის ზრდით, კორუფციის თვალშისაცემი ფაქტებითა თუ ნეპოტიზმით და ა.შ. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, სააკაშვილის ადეპტების მოტივირებულობას, მმართველ პარტიას და ზოგადად საქართველოსაც, დაუდგა რთული დროება. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში კატალიზატორის როლიც შეასრულა – თავად „ოცნების“ წიაღშიც დაიწყო ლპობისა და ნგრევის შეუქცევადი პროცესები, თუმცა სხვა რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა „თიხისფეხებიან გოლიათისაგან“. ივანიშვილის პარტია ინგრევა თვალსადახელსშუა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ირგვლივ მიმდინარე სკანდალი, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამოუკიდებლობის 27 წლის შემდეგაც საქართველოში არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმი რომლის მიხედვითაც უნდა აირჩიონ მოსამართლეები, რაც ყველა გაიძვერას აძლევს საშუალებას დაიკავოს ადგილები უმაღლეს სასამართლო სისტემაში და ასევეა ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, ყველა დონეზე. ბესელიას კვალდაკვალ წავიდა არაერთი მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურა, ე.წ. „ძველი გვარდია“ – დანარჩენებს ხალხი ლამის სახეზეც ვერ ცნობს და დარჩენილების კი რაიმე ტიპის ღირსებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოკლედ, „ოცნებაში“ ისეთი მდგომარეობაა რომ სათუოა გადატვირთვამ უშველოს – ყველაფერი ძალიან მიშვებული იყო ამ წლების განმავლობაში, ძალიან უავტორიტეტო, უცნობი, უიდეო ხალხი შემოიკრიბა ოლიგარქის ირგვლივ, რომელსაც სულ უფრო უახლოვდება „ნაციონალების“ ხროვა მაიდანის ტექნოლოგიებით. თანაც, სადაცაა დაიბადება ახალი, ე.წ. „მესამე ძალაც“, რომელსაც ჩვენთან ყველაზე მეტად ელოდებიან. გადაჭარბების გარეშე – უმეტესობა, ამის დასტურია საპრეზიდენტო არჩევნებიც! იქ არ მისული, ის ჩემი ქვეყნის 50 %, რომლებსაც მობეზრდათ სისხლისმსმელი „ნაციონალები“ და უუნარო „ოცნებაც“. ერთგვარი „პოჩვენიკები“, „შუალედური გზის“ მომხრეები რომლებსაც ძალუძთ საღი აზრიდან გამოდინარე დაალაგონ ურთიერთობები რუსეთთან და შესაბამისად რამოდენიმე წელიწადში ააღორძინონ ეკონომიკა რუსეთის უკიდეგანო გასაღების ბაზრის წყალობით და არა კვლავ ევროპული კვოტირებული ბაზრის იმედად დარჩნენ ოკეანის გაღმა პარტნიორის გულის მოსაგებად. ძალა, რომელსაც შუძლია სააკაშვილის მომხრეების მიმართ და „დასავლელი პარტნიორებისადმი“ შიშის გარეშე მოახდინოს ახალი პრიორიტეტების დეკლალირებაც – შეუძლია თამამი გარღვევები მოახდინოს აფხაზურ და ოსურ მიმართულებებზე, შეუძლია თანაბრად ესაუბროს პუტინს, მიკიბ-მოკიბვის გარეშე. არ გამოვრიცხავ რომ თავად ივანიშვილმაც გააკეთოს ეს – „მოკლას საკუთარი შვილი“, ჩარეცხოს ძველი, რომ დაეხმაროს ახალ ძალას ინსტიტუციონალიზაციაში, ანდა უარეს შემთხვევაში – არ შეუშალოს მას ხელი.

 

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არ გვყავდა გამაერთიანებელი ლიდერები, საქართველოს ყველა პრეზიდენტთან უამრავი შეკითხვები არსებობს და არც ერთი მათთგანი არ გამოდგება „მამა-დამფუძნებლად“. თითოეულ მათგანს, დღემდე მრავალი მომხრე ჰყავს და კიდევ უფრო მეტი მტერი. ქართული საზოგადოების გრადაცია ფართოა სწორედ რომ ამის გამო – არ გვყავს ჩვენი ბენ-გურიონები, მოშე დაიანები და ჯეფერსონები, ლიდერები რომლეთა ირგვლივაც იარსებებდა პასიონარული საზოგადოების სრული თანხმობა. აქ თითოეულ პრეზიდენტს რა თქმა უნდა არ დავახასიათებ, მაგრამ ხელისუფლებიდან მათი წასვლა რომ საზოგადოების უფრო მეტ ფრაგმენტაციას იწვევდა, ფაქტია. კონსენსუსის კი, ერთადერთი რგოლი ამ ჯაჭვში იყო და არის ევროატლანტიკური იდეა, ბლეფი რომლის პროვაიდერებია დასავლეთის მიერ არზრდილი პოლიტელიტა და რომელსაც ასაზრდოებს ყოფითი რუსოფობია, რომლითაც თავის მხვრივ გაჟღენთილია სახელისუფლებო და მედია რგოლების უმეტესობა. ყველაზე საოცარი ის არის რომ ზუსტად საწინააღმდეგო, რუსოფლია შეინიშნება ჩვეულებრივ ადამიანებში, მაგრამ ისინი სტრუქტუირებულნი არ არიან.

დრო აღარ გვაქვს – ამასობაში კი, ივანიშვილი არჩევანს აკეთებს ისევ და ისევ ხალხზე რომელთაც არ შეუძლიათ იდეების გენერირება და სიმართლისათვის თვალებში შეხედვა, პოლიტკოსებზე ვინც დასნეულებულნი არიან, ანდა კარიერა გაიკეთეს რუსოფობიით და მიშასდროინდელი რეფლექსებით გამოირჩევიან. არადა სიტუაცია ქვეყანაში დაახლობით ასეთია – ჰგავს ქალს რომელიც გადამწიფებულ ნაყოფს ატარებს, ასე თუ ისე მან უნდა იმშობიაოროს, უნდა შვას შემდეგი საფეხური!.. მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად – ივანიშვლმა ხელოვნურად უნდა გამოიწვიოს მშობიარობა და ამით „ახალი ძალის“ თანაავტორი ან მშობელი აღმოჩნდეს. ანდა მოჰკლას ნაყოფი და შემდეგ, თავად მოიკლას სააკაშვილის მომხრეების მიერ, ან მიუშვას დიალექტიკური პროცესი თვითდინებაზე და მოკლულ იქნას სააკაშვილთან ერთად მისი ნების საწინააღმდეგოდ დაბადებული ნაყოფის მიერ – რას აირჩევს ის? აი როგორ დგას დღეს ეს საკითხი საქართველოში, სოფოკლეს დრამატურგიაზე უფრო მძაფრად – „ან-ან“, თავისუფალი, ნებელობითი, სახელმწიფო მოღვაწის და მეცენატის ჭკვიანური საქციელი თუ ბედისწერის მძევალი ოლიგარქის და ბუღალტერის ქცევითი მოდელი. გამოსავალი არის – “ოცნების” დაშლის შეჩერება მხოლოდ მათი რიგების გადაფორმატირებას შეუძლია და ასევე ახალ იდეას რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადააფასონ ფუნდამენტური ცნებები, რაც უკვე ახალ რაკურსში დაანახებს „ოცნების“ ბონზებს როგორც „სტრატეგიულ მოკავშირეებს“, „ისტორიულ მეგობრებს“ და „მტრებსაც“ – ასევე კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებსა და ქვეყნის ახალი პრიორიტეტებსაც.

 

იბადება ახალი სამყარო და ბრმა უნდა იყო რომ ვერ ხედავდე; ის უფრო ავია, პრაგმატული, უფრო ნაციონალისტურია ვიდრე ძველი სამყარო. იტალიაში სალვინია – პუტინის ფანატი, მერკელს ყურში „ალტერნატივა გერმანიისათვის“ სუნთქვა ჩაესმის და თავადაც ეკეკლუცება რუსეთს, ესპანეთს კატალონიის პრობლემის გამო დაშლა ემუქრება, „ბრექსიტმა“ ბრიტანული საზოგადოება გაჰყო, უნგრეთიდან სოროს აძევებენ, ავსტრიაში ულტრამემარჯვენეებია, საფრანგეთში ფაქტობრივად სახალხო აჯანყებაა, „რედნეკ“ ტრამპს სირიიდან ჯარები გამოჰყავს, ამერიკის ერთგული „ქოფაკი“ არაბული ქვეყნები კი ერთი მეორის მიყოლებით იწვევენ რუსეთს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში შეძლო და დაარწმუნა ყველა რომ მისი სიტყვები არ სცდება საქმეს. თურქეთი, რომელსაც აჭარაზე უჭირავს თვალი – „საქართველოს ისტორიული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი“, დღეს თუ არა ხვალ იქცევა თეოკრატიულ ისლამურ სახელმწიფოდ და სრულიად უნიჭო, ანდა სოროსზე და გლობალისტურ წრეებზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, რომ ისევ და ისევ სექტანტის შემართებით უნერგო ქართველ ხალხს ათიოდე წლის წინანდელი შავ-თეთრი შტამპი, სადაც რუსეთი „აბსოლუტური ბოროტებაა“ და დასავლეთი კი „აღთქმული მიწა“, რომელიც ჩვენ ხელგაშლილი გველოდება. უნდა დავიწყოთ გადაფასება სულ თავიდან-თქო და ერთიანად ყველა სფეროდან – კერპების მსხვრევით გამოწვეული ტკივილიც კი უნდა ავიტანოთ, რდგანაც აღარ გვაქვს ასარჩევად საქმე! მაგრამ ეს აღარ იქნება ის „ოცნება“ რომელსაც შევეჩვიეთ, მითუმეტეს თუ კატარსისგავლილი, ის „მესამე ძალას“ შეერწყმება, პრინციპში ეს სხვა საქართველოც იქნება!

 

ჩვენს მიერ განვლილ გზას რომ გადავხედოთ, დავიანახავთ რამოდენიმე განტოტებას რომელიც კატასტროფული აღმოჩნდა შედეგებით: მაშინ, ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა ისეთი ნაბიჯების დამღუპველობაზე როგორიც გამოუცდელი და ანტროპოსოფიით გატაცებული გამსახურდიას არჩევა იყო საქართველოს პრეზიდენტად, აფხაზეთში შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა, იმ მომენტისთვის დასუსტებული მაგრამ ერთ დროს საქართველოს მსხნელი რუსეთისგან მტრის ხატის კულტივირება და შემდეგ ოკეანის გაღმელ ზესახელმწიფოზე ორიენტირის აღება, ისეთს – როგორც არაკონტროლირებადი, მაგრამ მაინც ჩვენი ცხინვალის დაბომბვა. აბსოლუტური თავისფლების ჰიპნოზის ქვეშ მყოფნი და თანამედროვე ტიპის სახელმწიფოებრიობის გამოცდილების არმქონენი ჩვენ სისუელეებს ჩავდიოდით, შიგადაშიგ დანაშაულებებსაც – მშენებლობის, არავითარი უნარები არ გააჩნდა 90-ანების პოლიტელიტას როდესაც მათ ხელში ძალაუფლება აღმოჩნდა, დანარჩენები კი ნაკვალევს მიჰყვენ. მითოლოგემებით გადავსებული სამყაროდან გამოსულები და აგრესიულები (მაგრამ მათი მემკვიდრეებისგან განსხვავებით პატიოსნები), გამსახურდიას მომხრეები დარჩნენ თამარ მეფის დროინდელი ქაცევის შაბლონების ტყვეობაში. „დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე“, როგორც ბუშმა უფროსმა გამსახურდია დაახასიათა, თანამედროვე სამყაროში თავადაც დიდხანს ვერ გაძლებდა – ღმერთმა აცხონოს მისი სული.

ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მეორე ეტაპი რაღაც მომენტამდე ალბათ უნივერსალურია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის; ყოფილი კომუნისტები წარმოგვიდგნენ ახალი რესპუბლიკის ერთგვარ ნოვატორ მშენებლებად. შემდეგ გარდამავალი ეტაპი, ბანდიტიზმი, ნარკომანია, მოსახლეობის ტოტალური გაღატაკება, საკუთრების გადანაწილება, მოკლედ, არავის მიწა და აქ კი უკვე, ჩნდება ეპოქის მთავარი გმირი, აშშ. კომპარტიის სკოლის არზრდილს, მაგრამ უკვე ხანში შესულ შევარდნაძეს ენ რაოდენობის პრობლემები დაუგროვდა, ხოლო ინსტიქტები დაუბლაგვდა, სამაგიეროდ წამიერი სარგებლის რეფლექსი მას აშშ-ს მკლავებში აქცევს, რასაც ამ დროს ქაოსში ჩაძირული რუსეთი განცვიფრებული შესქერის. მშენებლობის ეს ეტაპი, გარეგნულად ანგლო-საქსონურია, დიდწილად კი მულაჟი – არაუმეტეს. რა თქმა უნდა არავინ აპირებდა საქართველოზე დახმარებას კეთილშობილური გრძნობების გამო, აი რუსეთთან ცივილიზაციურ დაპირისპირებაში კი ბატონო – გვიყენებდნენ სრული პროგრამით. აი ასე ნელ-ნელა ჩვენი სამშობლო იქცევა პაიკად „დიდ საჭადრაკო დაფაზო“, დგამს პირველ ნაბიჯებს ახალი მისიის მოპოვების გზაზეც – ერთგვარი ისრაელის (რა თქმა უნდა საკუთარი პალესტინით), „მოდარაჯე ქოფაკისა“ კავკასიის მიმართულებით. პარალელურად ინერგება აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყნისათვის პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით – მდიდარი და სტუმართმოყვარე ხალხისგან ვიქეცით სერვისპერსონალად და იაფი მუშახელის წყაროდ მეზობელი თურქეთისათვის, ბედის ირონიით ქართული მმართველი კლასის მიერ „ისტროიულ მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად“ წოდებულის.

 

ცნობილია, ნებისმიერი ყოფიერების უკან დგას დოქტრინა – ახალი, ოპტიმისტური პროგრამის დეკლარირებული მიზანი იყო „დედოფლებში გასვლა“ – ანუ ნატოს სრულფასოვანი წევრობა და „თეთრი ადამიანის“ ხატისამებრ დემოკრატიის მშენებლობა, თავისი „ტვირთის“ შესაბამისად. მაშინ და დღესაც, კიპლინგს ჩვენში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და ყავს კიდეც. ყოველდღიურად – ყველა ხელთარსებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებით ატარებდნენ ერთ ძალზედ მარტივ აზრს; Pax Americana-ს ჩარჩოს მიღმა შეუძლებელია საქართველოს არსებობა, რადგანაც თავისი ბუნებით „არქაული“, „ბოროტების იმპერიის“ სამართალმემკვიდრე რუსეთი დღს თუ არა ხვალ მას გადაყლაპავს. აი აქ, რარაც ისე არ წავიდა – გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად საჭიროა არა იმდენად დიდი ფული, რამდენადაც აზრების შეცვლა მასებში ახალგაზრდა, იდეურად მდგრადი და განათლებული ხალხის მეშვეობით. ქვეყნის ასეთ ფუნდამენტურ გადასხვაფერებაზე „თეთრი მელა“, ბეგრაუნდისა და მხცოვანი ასაკის გამო არ ვარგოდა და მაშინ ავანსცენაზე ჩნდება მიხეილ სააკაშვილი.

საქართველომ ტრანსფორმირება განიცადა – ამას მოჰყვა სამხედრო ბიჯეტის მკვეთრი ზრდა და ქრთველები ისრაელის მშენებლობას გაორმაგებული ძალით შევუდექით. ჩვენ გავამკაცრედ ფისკალური პოლიტიკა და ორიენტაცია სინგაპრიზაციაზე აივიღეთ, 11 მილიარდი დოლარის ვალი ავიღეთ და ამჯერად, უკვე საბერძნეთის მშენებლობას შევუდექით მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე ცხოვრების იმედად. 2003 ლიდან მოყოლებული ჩვენ სულ რაღაცას ვაშენებდით მეტნაკლები ენთუზიაზმით და ყოველ ეტაპზე ნატოსგან ორ ნაბიჯში ვიმყოფებოდით რაშიც ასე დაჟინებით გვარწმუნებდნენ სამთავრობო და ლიბერალური მედია. ამასობაში კორპორაციული სული ინავლებოდა და ზოგიერთები ხვდებოდნენ რომ ის რასაც ჩვენ ვაშენებდით დეკორაციაა და ის რაც ვერ დავასრულეთ არ დასრულდებოდა არც იმ ხელისუფლების, არც მომავალი მთავრობების ხელში. ზღაპრულ ქვეყანა „ნატოზე“ კი მხოლოდ ოფიციოზიღა, მესამე სექტორი და პსევდოპოზიციური პარტიები მღეროდა.

ამასობაში, ქედსმიღმა მეზობელს გამოჯანმრთელება დაეტყო – რუსეთი მუხლებიდან დგებოდა. რესურსებით უმდიდრესი მაქინა ნაბიჯ-ნაბიჯ მარქსისტული სახელმწიფოდან ყალიბდებოდა ჩვეუებრივ, ლიბერალურ-ნეოქრვატიანულ სახელმწიფოდ. ფორმაციათა ცვალა, ტრადიციებთან დაბრუნება, იქურმა ცხოვრების დონემ ისევ მიიზიდა ქართველებიც. ამიტომაც მტრის ხატი ჩვენში კიდევ უფრო აქტუალური გახადეს – „აგენტებს“ მასობრივად იჭერდნენ. მტკიცებულებები და უდანაშაულობის პრეზუმცია არ ითვლებოდა – დაკავებულები თავად აღიარებნენ „დანაშაულს“… შემდეგ deja vu; ყველამ ვიცით რომ ნებისმიერი რევოლუცია ერთნაირად მთავრდება, ის საკუთარ შვილებს ჭამს. საქართველოშიც დაიწყო იმათი რეპრესიები ვინ რევულუციენერბს შორის გამოირჩეოდა – გასაკვირიც არ არის, აქტიურებმა, ჭკვიანებმა და თამამებმა ისინი პირველები ჩაწვდენ ცვლილებათა არსს. სხვა საპროტესტო ჯგუფებისგან განსვავებით რომლებიც რეჟიმის ცვლილების შემდეგ პრივილეგიები დაკარგეს და დიდწილად ბოღმა და საკენკთან დაბრუნების სურვილი ამოძრავებდათ, ეს კონტინგენტი იყო არა უბრალოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ დადგნენ რევოლუციის იდეალების სადარაჯოზე, საგარეო ორიენტირების დივერსიფიკაციის მოთხოვნით, და უბრალოდ ავტორიტარიზმის ტენდეციების წინააღმდეგ… ამასობაში კი, მოსახლეობაც მასობრივად ფხიზლდბოდა, ქუჩაში თავდაპირველად ჯგუფებათ გამოდიდოდნენ, მერე კი ასიათასიანო დემონსტრაციებით.

პარალელურად დამთავრდა იდილიაც ხელისუფლებაში, მითი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ როგორც მონოლითურ, პროგრესულ ძალაზე ინგრეოდა თვალწინ – ვინ ადრე, ვინ მოგვიანებით, მაგრამ მიშასგან უახლოესი თანამოაზრეები წავიდნენ, სწორედ მათგან გახდა ცნობილი სააკაშვილის „ბინძური თეთრეულის“ შესახებ. მაგრამ ამასთან ერთად მიშამაც განიცადა მიმიკრია, იცვლებოდა მისი ტაქტიკა – რეჟიმი ამოეფარა აღვიახსნილ სოციალურ დემაგოგიას და რუსფობიას, იდეალიზმი და ხელისუფლების კეთილშობილება წარსულს ბარდება.

 

მეცენატისა და მილიარდელი ივანიშვილის გამოჩენასთან ერთად სურათი გართულდა, გადაიდგა დიდი ხნის ნანატრი ნაბიჯები პრაგმატიზმისაკენ, მაგრამ დრომ აჩვენა რომ ეს პრაგმატიზმის მისეული ვარიანტი აღმოჩნდა. პირველი, ვისზეც ის ფსონს სჩადის არის ადამიანები და პარტიები რომლებსაც სააკაშვილი დემოკრატიის შირმად იყენებდა მთელი ეს 9-წლიანი პერიოდი. თუმცაღა, იმ მომენტისათვის მას ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებაც არ ჰქონია, იცოდა რა ქართული პოლიტიკური ოპოზიციური ტუსოვკის გემოვნება მან უბრალოდ იყიდა ალასანიას, რესპუბლიკელების და დანარჩენი ნაყარ-ნუყარა პარტიების კეთილგანწყობა… ვუშვებ! ამ ვერსიის ნაწილობრივი დადასტურებაა, მის პოლიტიკაში გამოჩენაზე ზოგიერთი მკვეთრად პროდასავლური პარტიების ლიდერების რეაქციაც, უმალვე შეცვლილი როგორც კი იგებენ რომ სწორედ მათ მცირერიცხოვან და დაბალრეიტინგულმა პარტიებმა უნდა გაუწიონ პარტნიორობა ივანიშვილს, გახდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ბირთვი. მსგავსი მასშტაბის ჭრელი, ერთმანეთის მოძულე მოძულე გაერთიანება საქართველოს არ ახსოვს. ტაქტიკაა, დარწმუნებული იყო საზოგადოება, ამიტომაც ირწმუნა ხალხმა „ოცნების“. შეიძლება ასეც იყო ჩაფიქრებული სადღაც იქ, სადაც წყდება გეოსტრატეგიის საკითხები – მაგრამ პირადად მე, როგორც მოქალაქე ვამჯობინებდი სიმართლე თავიდანვე მცოდნოდა და არ მქონოდა მარიონეტად ყოფნის განცდა ვიღაცის „დიდ თამაშში“, რომელმაც ქვეყანა ახალ ჩიხში შეყვანა. იმეორo ის რასაც სააკაშვილი ხალხს ტვინში უბეჭდავდა 9-წლის განმავლობაში, თუნდაც ნაკლები ფანატიზმით – სისულელეა, გაუმართლებელია აკეთო იგივე და მოელოდო სხვა შედეგს. და მერე, სააკაშვილი არ არის ის კაცი რომ ასე პრიმიტიულად აჯობო ტაქტიკურ დონეზე, ის ხომ პოსტსაბჭოთა სივრცის ისტორიული მოვლენაა, ფაქტირად იმ გლობალისტური ძალების პერსონიფიკაცია რომელიც ტარმპის გამოჩენამდე შტატებს მართავდა. თუნდაც ის რათ ღირს, რომ მაშინდელი ხელისუფლების მრჩეველი არც მეტი არც ნაკლები ანდრე გლუქსმანის შვილი, რუდოლფი იყო. სწორედ იმ გლუქსმანის რომელმაც ჰეგელის ფილოსოფია კლაუზევიცის დოქტრინასთან დააკავშირა, ტროცკის, ლეო შტრაუსის და მაოს სწავლებები კი რუსოფობიის კვანძში ჩააქსოვა. მისი რჩევები მარტივი და ამავე დროს აბსოლუტური ბოროტების ზგვარზე მდგომი იყო: შეცვალე საფუძვლები – მეგობარს დაარქვი მტერი, მტერს მეგობარი, გადააფასე ფასეულობები, გააბანძე ავორიტეტეტბი, შმარების წრე აღაზევე, შიზოფრენია გაასაღე ნორმად, შეაჯახე თაობები და ა.შ. ზედნაშენს კი დრო შეცვლის! მოგეხსენებათ, უხსოვარი დროიდან იდეებს ამარცხებენ იდეებით, ბრახმანებს და ქშატრიებს ეომებიან ბრახმანები და ქშატრიები, ვაიიშიებს-ვაჭრუკანებს კი („ოცნება“ კი დიდწილად სწორედ რომ ბანკირების და ვაჭრუკანების გაერთიანებაა), შეუძლიათ მოიპოვონ გამარჯვება მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე, საბოლოოოდ მათ მაინც დამარცხება ელით თუ თვითდინებაზე მიუშვეს პროცესი და კშატრიები ან ბრახმანები არ მოიშველიეს, ან დაუთმეს ასპარეზი. ასე იყო, არის და იქნება ყველგან და ყოველთვის! ამიტომაც თავიდანვე სხვაგვარი მოქმედება იყო საჭირო, ან ეხლა – სანამ ძალიან გვიანი არ არის. და მსოფლიოში სხვაგვარი ვითარება რომ იყოს, სააკაშვილი დიდი ხნის დაბრუნებული იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მის წინააღმდეგაა (უფრო ზუსტად, როგორც ზემოთ ავღნიშნე, იმ ძალების წინააღმდეგ ვის პერსონიფიკაციასაც ის წარმოადგენს). მომიტევეთ რთული არქიტეკტონიკისათვის – ნამდვილი ცოდნა ეს ხომ მიზეზების ცოდნაა, მაგრამ სამწუხაროდ მათი ერთ სტატიაში მოთავსება და აქვე სწორი გზის მითითება შეუძლებელია უფრო მარტივი ფორმებით. თუკი ჩვენ მეტამორფოზა გვინდა და არა უსასრულო ტრანსფორმაციები, უნდა საფუძველბი შევცვალოთ-თქო, დაახლოებით ისე როგორც ეს სააკაშვილმა თავის დროზე გლუქსმანის სწავლების მეშვეობით მოახერხა, სოროს ანტისორისი დავუპირისპიროთ და ამით საქართველოს ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნებას შევუწყოთ ხელი. იმედი მაქვს რომ ხვდებით თუ რატომ არ ვამბობ სათქმელს ბოლომდე; მივმართავ რა ჭკვიან და განათლებულ ხალხს, უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს რომლებიც საკმაოდაა საქართველოში, მაგრამ დეზორგანიზებულნი არიან; ვთვაზობ მათ იდეას, რომლის გარშემოც შიძლება გაერთიანება – ფუნდამენტს, რომელსაც ყველა დაინტერესებულმა თავისი აგური უნდა დადოს ზედნაშენის დასაშენებლად. ამასთან, არ მინდა დოგმაც შემოგთავაზოთ, არამედ მხოლოდ ახალი დოქტრინის პროექტის მონახაზს გთავაზობთ და თანაავტორობას. პირველი, რომ არ დავემსგავსოთ მოწინააღმდეგეთა ბანაკს, მათი სექტანტური მეთოდოლოგიებით სადაც ითრგუნება ინდივიდუალზმი ბრბოს ინსტინქტების გასახარად და მეორე, პოლიფონიით მორალური უპირატესობაც მოვიპოვოთ მათზე, კრიტიკულად და მოქალაქეობრივად მოაზროვნე წრეებმა:

 

პირველ ყოვლისა უნდა შევწყვიტოთ ევროატლანტიკური კურსის (მისი რადიკალურ-ლიბერალური ფორმის) ერთგულების ხაზგასმა და ანტირუსული რიტორიკის გაღვივება. ასევე საჭიროა აშშ-ზე ავადმყოფური დამოკიდებულების შემცირება და ტენდენცია თვალშისაცემი უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე. საჭიროა პირდაპირი დიალოგი შიშის გარეშე რომ რომელიმე ფანატიკოსი „ნაცი“ ანდა ანგაჟირებული არასამთავრობო, არ წამოგაძახებს „რუსეთუმეობას“ ზემოთქმულზე. გამოვიტანოთ რეფერენდუმზე სიკითხის – „გვჭირდება კი ნატოში გაწევრიანება?“, ბლეფი რომლითაც კვებავენ საქართველოს ბოლო 27 წელია, როგოც მოლა ნასრედინის ვირს. ასევე საჭიროა ახალი ფასეულობითი ორიენტირების პროგრამირება, სადაც დომინანტად უნდა იქცეს ევრაზიულობის პოლიტიკური იდეოლოგია, რომ შემდგომში ამ საფუძველზე ავაშენოთ საერთო სახლი ოსებეთან და აფხაზებთან და პარალელურად, მთავრობამაც უნდა შეწყვიტოს ყოყმანი, არჩეულ გზას მიჰყვეს ბოლომდე, ხოლო რაც შეეხება მთელ ამ ვესტერნიზირებულ და ულტრალიბერალურ პანოპტიკუმს რომლებსაც არასამთავრობობმა, სააკაშვილის ადეპტებმა და მეინსტრიმულმა მედიამ ტვინი გამოურეცხა უნდა ვებრძოლოთ მათივე საპირწონე ენჯეობისა და პროქართული მედიასაშუალებების შექმნით. შემდგომ კი, ზოგადეროვნულ დონეზე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში დავჯდეთ აფხაზებთან და ოსებთან და მათთან ერთად გადავაფასოდ ჩვენი უახლესი ისტორიაც. ბოლოსდაბოლოს, უნდა გასამართლდნენ კონფლიქტის გაჩაღებაში ბრალდებული პირებიც და ა.შ.

 

შეჯამებისას დავსძენ; უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის რომ 90-ან წლებიდან მოყოლებული, არც აფხაზს, არც ოსს, არც ჭკვიან არაანგაჟირებულ ქართველს, არც სამეზობლოს, არ დავეკითხეთ და ახალი ქართული რესპუბლიკის მშენებლობის ერთადერთი და სწორი ვერსია როგორც „გამოცხადება“ მივიღეთ მენშევიკების და გამსახურდიას ხელიდან. არადა, მათ მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და მას შემდეგ მრავალი წელიც გავიდა რომ დღეს მაინც, შედარებით უმტკივნეულოდ შეგვეძლოს რაღაც-რაღაცეების გადაფასება. მსოფლიო თუ რეგიონალური ისტორიის ალტერნატიულ ვერსიებზე, მაშინ გაგონებაც არ სურდათ, მაგრამ დღეს – საკითხების სწორად დასმისას, სწორი საინფორმაციო კამპანიის შემთხვევაში, საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით (და ის კი როგორც არასდროს საუკეთესოდ ერგება მსგავს წამოწყებას), ჩვენ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ! ჩერჩილით დავიწყეთ და დავამთავროთ კიდეც, წიგნი „როგორ ვეომებოდი რუსეთს“ სრულდება მათი შემდეგნაირი დახასიათებით: „მე არ შემიძლია რუსეთის ქმედებების პროგნოზირება… მაგრამ შესაძლებელია არსებობდეს ამის გასაღები, ეს რუსეთის ნაციონალური ინტერესებია“, და ისინი კი, გრძელვადიან, სტრატეგიულ შემთხვევაში ემთხვევიან ქართულ ინეტერსებს, სხვა დანაჩენი დალაგდება ძალდატაბეის გარეშე – დიალექტიკაც ამას გვკარნახობს!