ირაკლი ღარიბაშვილი – კომპანია PSP-მ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასმატება გააკეთა

კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-მ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფას მატება გააკეთა, ეს, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პრემიერის განცხადებით, ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება რეაგირება და მკაცრი შედეგები „დაიდება“.

„წამლების ფასები, რომლებიც გამოწვევა იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის, 60%-დან 80%-მდე შემცირდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გავხსენით. ამით 200 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა ხალხმა.

აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფას მატება გააკეთა. ეს, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამაზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.