ხატია დეკანოიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე განცხადებას დღეს დაწერს

დეპუტატი ხატია დეკანოიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე განცხადებას დღეს დაწერს, რის შემდეგაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

დეკანოიძის ინფორმაციით, მან პარტია უკვე დატოვა.

ამის მიზეზადაც ის პარტიის მმართველ გუნდთან განსხვავებული პოზიციის ქონას ასახელებს. ხატია დეკანოიძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.