ლევან ბეჟაშვილი – მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მოახერხოს ერთიანობის შენარჩუნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ბოიკოტი არის თემა, რომელიც შეიძლება, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას გაიძულებდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დეპუტატები ტოვებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მრავალ ათეულათასიანი წევრების მქონე პარტია, ძალიან ბევრი ლიდერი ჰყავს და ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ იყო აზრთასხვადასხვაობა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვფიქრობ, რომ ბოიკოტი ის თემაა, რომელიც შეიძლება, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას გაიძულებდეს მაშინ, როდესაც ბოიკოტის საფუძვლები აღარც არსებობს. ხატია დეკანოიძე იქნება, თუ სხვა ლიდერები მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მოახერხოს ერთიანობის შენარჩუნება ამ ეტაპზე, როდესაც „ქართული ოცნება“ იშლება და მას ტოვებენ დეპუტატები. ვეძებოთ გაერთიანების გზები. მხოლოდ ერთობით შევძლებთ „ქართული ოცნების“ დამარცხებას“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.