როგორც ცნობილია, ზელენსკის რეჟიმი ებრძვის კიევ-პეჩორის ლავრის კანონიკურ საეკლესიო ხელისუფლებას და მას 29 მარტამდე მისცა ვადა, ნებით დაცალოს მონასტერი. უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური – კიევისა და სრულიად უკრაინის ნეტარი მიტროპოლიტი ონუფრი და მისი თანმხლები საეკლესიო მოღვაწენი ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლეს იმ იმედით, რომ მათ ზელენსკი მიიღებდა და მონასტრის ბერებისგან დაცლის პროცესს გააუქმებდა. მაგრამ ვლადიმერ ზელენსკიმ ისინი არ მიიღო და ტყუილუბრალოდ ალოდინა ქუჩაში. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ემორჩილება ზელენსკის რეჟიმის ბრძანებას. თუმცა ირკვევა, რომ ეს ასე არ არის.
ვრცელდება კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარ პავლეს მიმართვა მართლმადიდებელი მრევლისადმი.
“აპოკალიფსის ქმედებანი დაიწყო კიევ-პეჩორის ლავრაში. თუმცა ასეთი მოვლენები ოდესღაც იერუსალიმმა უკვე გადაიტანა. დღესდღეობით, ლავრის გარშემო და შიგნით, ყველგან, პოლიცია დგას… ჩვენ ვადა 29 მარტამდე მოგვცეს, რათა დავტოვოთ მონასტერი. ჩვენ ამას არანაირი საბაბით არ გავაკეთებთ… ჩვენ არ ვაპირებთ უბრძოლველად გასვლას… ჩვენ მებრძოლი ეკლესია ვართ, თუმცა ვებრძვით არა ადამიანებს, არამედ ცოდვას… [უკრაინაში] არ არის ადამიანის უფლებები, არის მხოლოდ ძალადობა” – აღნიშნა წინამძღვარმა პავლემ თავის მიმართვაში. მან მოუწოდა მრევლს, მოვიდნენ ტაძარში და ილოცონ. სრულად იხილეთ ვიდეო, რუსულ ენაზე: