კომპანია “ნოემის” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარ ისტორიას ყვება. ის იმ რთულ გზაზე წერს, რომელიც კომპანიამ და პირადად მან ბოლო წლების განმავლობაში გაიარა.
“2015 წლის დეკემბერში შევქმენი ნოემ.
2016 წელს ვიქირავე ოფისი და 2017-ში დავხურე, დავცალე.
2017-ში გავხსენი პირველი ნოემის მაღაზია აბაშიძის 39-ში და წელიწად ნახევარში დავკეტე.
2018-ში გავხსენი სამკერვალო, მაღაზია და ოფისის ქირაობის ნაცვლად ვიყიდე ბინა, რომელიც ოფისად გავარემონტე.
გავამზადეთ 11 სტენდი 11 ობიექტზე შესასვლელად 2500 საყურის მარაგით.
და დაიწყო პანდემია.
შემეტენა ნახევარი მილიონი სესხი.
2021 წელს ბანკმა რომელსაც არ დავთაგავ ბიზნეს ქლაბის წევრობაზე გამოზრდილი წარმატებული ახალგაზრდა გოგო, რომელსაც რაფაელოს და იტალიურ ყავას მასმევდნენ, ამ ბანკმა დამირეკა და ქუჩურად დამარეკეტა, “მაკაჩავა”, მატირა, მემუქრა და მაშანტაჟა, ბანკის თანამშრომელმა გადააჭარბა ყოველგვარ ზღვარს და კოვიდის გამო მესამედ 1 თვით იზოლაციაში მყოფს მაკითხავდა ოფისში სადაც ეწეოდა ჩემზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ერთ დღეს შორეულმა მეგობარმა ზურა ყიფშიძემ მომაკითხა, მიპოვა ოფისში კლინიკური დეპრესიით სუიციდური აზრებით, ძირში თმა-მოჭრილი და უმაგრესი იურისტით გამიშვა ბანკთან.
ბანკმა ბოდიში მომიხადა მომხდარის გამო, თითქოს კოვიდი დაემართა ჩემს ბიზნეს ბანკირს და გაუფრთხილებლად აღმოვჩდნი პრობლემურში და თითქოს ის ბიჭი ვინც ასრულებდა ბანკის დავალებას უბრალოდ “ცუდი ტიპია” და “რაღა მე შემხვდა”…
თქვენ სულ იცოდით, რომ ჩემი მხარდამჭერები იყავით, მაგრამ არასოდეს გიფიქრიათ ალბათ, რომ თქვენმა არსებობამ გადამარჩინა.
თანამშრომლებიც და მეგობრებიც დავკარგე წარუმატებლობაში.
ამ საქვეყნო ქაოსში გამიძარცვეს და წაიღეს ჩემი პროფესიონალური, ძალიან ძვირადღირებული ფოტოსტუდია და პოლიციის განყოფილებაში მისულს სექსუალური შევიწროების მიღმა პასუხად მხვდა რომ ლამაზი გოგო ვარ და ჯობს დავიკიდო ეს აპარატები, რადგან მაინც ვერავინ იპოვის.
ასეთ არანორმალურ ქვეყანაში 2021 ბოლოს გავყიდე ოფისი თითქოს ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ იძულებით, რადგან ზეწოლას ვეღარ ვუძლებდი.
გავაკეთე ბევრისთვის საყვარელი ჯგუფი Yard sale – “ეზოს ბაზარი” სადაც გავყიდე ჩემი ტანსაცმელი სუნამოები და ღუმელიც კი, ნამცხვრების ცხობისთვის რომ მიყვარდა, მაგრამ ამით გადავრჩი და გადავარჩინე სხვებიც, 2-3 თანამშრომელის მცირე ხელფასების გადამხდელუნარიანი ვიყავი.
როდესაც პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, ჩემი მენტალური ჯანმრთელობა იმდენად დამძიმდა, რომ აღარ შემეძლო საკუთარი ბიზნესისთვის მუშაობა, მაგრამ ამდენწლიანი გამოცდილების გამო, საოცარმა ბრენდებმა და კომპანიებმა მიმიღეს და მათი ბიზნესების ხელმძღვანელად. მინდოდა საშუალება მქონოდა, რაც მიყვარს შემენარჩუნებინა, საქვეყნო ქაოსის დასასრულამდე და კიდევ ახალი გამოცდილებები დამეგროვებინა.
ეს 3 წელი ვიმკურნალე ფსიქოთერაპიებზე და ვაპატიე საკუთარ თავს მომხდარი უიღბლობა, გავიგე, რომ ვარ აუტიზმის სპექტრიანი გოგო და 2022 წლის ზაფხულში დავიწყე ახალი ნამდვილი ცხოვრება, როცა მივხვდი, რომ დასამალი არაფერი მაქვს.
პრიორიტეტად განვსაზღვრე არა ბიზნესი, არა ფულის მოგროვება, არამედ გადარჩენა და ჩემი ტვინის, სულის და გულის მკურნალობა, ისე, რომ არ ვიცოდი მომავალში რა გზას ავირჩევდი, მაგრამ
ყველაზე დიდი შვება ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი ზაფხულში, როდესაც ჩემს ინსტაგრამზე დავქამინგაუთდი ჩემი დიაგნოზით და პირველად ვიპოვე ჩემნაირი სპექტრიანი ადამიანები, როცა “ნოემზე” გამოვჩნდი მწვანე თმებით, რომელიც აქაურობისთვის არასერიოზული და მიუღებელი ეგონა ბევრ ჩემს ძველ ტოქსიკურ ნაცნობს.
ბევრი მოულოდნელი საჩუქარი მივიღე სამყაროსგან და ყოველი მათგანისთვის სიხარულის ცრემლებით მადლობელი ვიყავი და ყოველთვის მემახსოვრება ეს.
რაც თქვენ არ იცით, მაგრამ.
მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ამასაც მოვყვებოდი, არის ის რომ სულ ახლახანს 4 თვის წინ საბოლოოდ გადავიწვი და 2022 წლის დეკემბერში მივიღე გადაწყვეტილება გამეყიდა ჩემი საცხოვრებელი სახლი, ბანკის გადასახადის გამო, რომელიც არ მომცემდა საშუალებას შრომით დამეგროვებინა საწყისი კაპიტალი “ნოემის” ხელახლა გასაცოცხლებლად. ყველა მეუბნებოდა, რომ გამეყიდა გაურემონტებელი კომერცული ფართი და დამესვენა, მაგრამ მე სახლი გავყიდე და არ გავყიდე ის კომერციული ფართი. სიგიჟეა, მაგრამ არ გავყიდე, რადგან სახლზე მეტად ჩემი სამუშაო სივრცე მჭირდება. დასვენება კი არა, ჩემთვის მუშაობა არის სახლი და სამუშაო არის გართობაც. ამ ფართში უნდა ვიცხოვრო და რაც მთავარია, ვიმუშაო, რადგან მჯერა, რომ დამოუკიდებლად ჩემი მუშაობით ღუმელსაც თავიდან ვიყიდი ერთ დღეს და სახლსაც და ოფისსაც და თანამშრომლებსაც დავასაქმებ ისეთ თბილ და დაცულ მოწესრიგებულ გარემოში, როგორშიც მე ვისურვებდი მუშაობას.
უსახლოდ ვარ უკვე 4 თვეა, იმის მიუხედავად, რომ მითხრეს მარტში შევიდოდი საცხოვრებლად. ველოდებოდი სახლს რომ კოლექცია გამეკეთებინა, 2 თვე გაუჩერებლად ვტიროდი და ვიტანჯებოდი შიშებში. ასპერგერის სინდრომის გამო ბავშვობიდან მჭირს ობსესია დალაგებაზე, რუტინებზე, რეჟიმებზე და წესრიგზე, ჩემთვის ჩემი ნივთების გადაზიდვა და მიმოფანტვა იყო უდიდესი ემოციური შოკი, ტირილით გადავედი მეგობრის მეგობრის სახლში დროებით საცხოვრებლად 50 ტომარით და ყუთით. წავიღე ოფისის ნივთები, სამუშაო მასალები და ცოტა ტანსაცმელი.
უამრავი ადამიანის ბოროტება ვნახე და თითქმის ყველამ, ვისი იმედიც მქონდა, ხელი მკრა, მივხვდი, რომ ვერ დაველოდები გარემოებებს და მოქმედება დღესვე უნდა დსმეწყო, თუნდაც შეუძლებელი ყოფილიყო.
ადრე ჩემთვის სულერთი იყო მინდოდა საქმის კეთება თუ არა, ახლა კიდევ ჩემთვის სულერთი გახდა ისიც რომ ვტირი, მტკივა და მეშინია, აღარ მჯერა სასწაულების, არ მაქვს იმედი, რომ რამე გამოვა, მაგრამ შევძელი და დავისწავლე, რომ თუნდაც ვტიროდე და არაფრის მჯეროდეს, უბრალოდ ვაკეთებ საქმეს გაუჩერებლად, სანამ შედეგი არ ექნება.
და დღეს როცა შედეგები ფაქტებად მივიღე, ვბედავ და ვწერ ამ პოსტს და მინდა ეს გადარჩენის დასაწყისი იყოს ყველა განადგურებული უიმედო ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვის, რემაინდერი იყოს, რომ ისევ ასე წამოვდგე თუ ისევ ცუდი დღეები დადგება, რისგანაც არავინაა დაზღვეული არასოდეს, როგორი მართალი და სწორიც არ უნდა იყო. სამყარო უკონტროლოა.
დღეს 2023 წლის 26 მარტია და პანდემიის შემდეგ პურველი “ნოემის” მარაგები ჩავიბარე ამ თვეში უკვე მესამე დაბრუნებული თანამშრონელისგან.
ჩემს თავს და ჩემნაირებს ვუწერ ამას.
ხვალ ან 1 კვირაში, შეიძლება, ისევ საშიში იყოს ცხოვრება და მინდა შევეგუოთ, რომ ცხოვრება ყოველ წამს საშიში მტკივნეული და ცუდია, თუ თავად არ პოულობ საკუთარ თავში ძალას, რომ შეცვალო.
დეპრესია ვისაც აქვს, დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი რთული ცხოვრება აქვს, ფიზიკურად უზრუნველყოფილი თუ არის, შინაგანად არის დაშლილი ასეთ დონეზე, განკურნება არ არსებობს, არსებობს ისეთივე ძალით ბრძოლა მასთან, როგორი ძალითაც გვანადგურებს. მე ეს ძალა მაშინ ვიპოვე, როცა უბრალოდ ნაიკის სლოგანივით just do it მოუდზე გადავედი. მაშინ მითხრა ჩემმა თერპევტმა, რომ პირველად გნახე ბედნიერიო.
ეს ჩემი პირველი საყურეა, რომელიც მიყვარს, რომელიც უკვე ბევრი გაიყიდა და რომლის გამოც თვალები პირველად მიბრწყინავს, იმიტომ რომ გულით გავაკეთე და ყველაფერ გამოვლილი გულით ყველანაირი გულის გაკეთება შევძელი.
მართალია, შავი გულები ცოტა იყიდება, მაგრამ ვისურვებდი, ვინც ცუდად არის, ატაროს ეს ჯაჭვიანი დანახშირებული გულები, სანამ ფერად მარტივ გულს ატარებს.
დიდი მადლობა ყველას ყოველი კომენტარისთვის. ახლა მაქვს ძალა გიპასუხოთ, აქამდე მხოლოდ მიღება შემეძლო და არა გაცემა და მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ სამ წელში მომეცით, თქვენი გულები დამითმეთ და კილომეტრიანი ტექსტებითვე გულიდან ძალა გამიზიარეთ. ამიტომ გავაკეთე გულების კოლექცია, რომ ახლა მე დაგიბრუნოთ უკან ძალა და ვეცდები, ყველა იმ ადამიანს დავეხმარო ძალების დაბრუნებაში, ვისაც ეს ჭირდება”, – წერს დიზაინერი.