ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით პუტინი გადაწყვეტილებას არ შეცვლის – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ნეგატიური რეაქცია გავლენას არ მოახდენს პუტინის გეგმებზე, რომელიც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ეხება.

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით პუტინი გადაწყვეტილებას არ შეცვლის - პესკოვი

„რუსეთის გეგმები ამგვარ რეაქციაზე რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. პრეზიდენტმა ყველაფერი ახსნა. მისი განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე არაფერი დაემატება“, – აცხადებს დმიტრი პესკოვი.

25 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, ხოლო საწყობი მზად ივლისისთვის იქნება.