სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩევლების 47.4 პროცენტი უჭერს მხარს

თურქეთში ჩატარებული ახალი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩევლების 47.4 პროცენტი უჭერს მხარს.

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩევლების 47.4 პროცენტი უჭერს მხარს

ცენტრ „ოპტიმარის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თურქეთის ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს 45,3 პროცენტი აქვს. მესამე ადგილზეა მუჰარემ ინჯე, 6.5 პროცენტით. ორგანიზაციამ კვლევა 13-18 მარტს ჩაატარა.

რაც შეეხება პარტიებს, თურქეთის მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ამომრჩევლების 38.4 პროცენტი უჭერს მხარს, „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“ 25.9 პროცენტი, „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ 9.5 პროცენტი, „კარგ პარტიას“ 7.8 პროცენტი, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას“ 7.7 პროცენტი, „სამშობლოს“ 6.2 პროცენტი.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.