დონალდ ტრამპი – უყრაინის კონფლიქტი თუ არ მოგვარდება, მე დავასრულებ 24 საათში,

უყრაინის კონფლიქტი თუ არ მოგვარდება, მე დავასრულებ 24 საათში, პუტინთან და ზელენსკისთან ძალიან მარტივი მოლაპარაკებები იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ომი ახლავე უნდა შეწყდეს, რადგან უყრაინა ნადგურდება და ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული და დაშავებული, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ.

„ეს იდიოტები რასაც აკეთებენ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედარებითაც პირველი და მეორე მსოფლიო ომები თამაშად გამოჩნდება. ეს დაუჯერებელია, რადგან ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ. ეს თუ არ გადაწყდება, მე გადავწყვეტ 24 საათში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.