ნიუ-დელიში ფიდეს გრან-პრის მესამე ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა
ნიუ-დელის გრან-პრის მესამე ტურში ნანა ძაგნიძე ყაიმზე შეუთანხმდა ინდოელ ჰარიკა დრონავალის, ნინო ბაციაშვილი ყაზახ ბიბისარა ასაუბაევასთან დამარცხდა.
ყაიმით დასრუკლდა ჯინერ ჟუს (ჩინეთი) პოლინა შუვალოვასთან (ფიდე) და ჰამპი კონერუს (ინდოეთი) კატარინა ლაგნოსთან (ფიდე) შეხვედრები
ალექსანდრა გორიაჩკინას (ფიდე) განრიგის მიხედვით გერმანელ ელიზაბეტ პაეცთან უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტურნირის მონაწილეთა შორის აღარ ირიცხება, ინდოელ რამეშბაბუ ვაიშალის კი დასვენების დღე ჰქონდა.
სამი ტურის შემდეგ 2-იდან 2 ქულით ბიბისარა ასაუბაევა ლიდერობს.
ხვალ ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებიუთ პოლინა შუვალოვას ეთამაშება, ნინო ბაციაშვილს კი დასვენების დღე აქვს