«ვერ გავანადგურებთ მიშისტურ „დიპ სთეითს“, ის გაანადგურებს ივანიშვილ-ღარიბაშივილს და შესაბამისად „მიშიზმის“ რეანიმირებაც მოხდება»

ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:

– ჩვენი საუბარი ახლახანს შედგა, მაგრამ მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სიჩქარით ვითარდება, რომ დაგვიგროვდა უამრავი განსახილველი თემა და შენ ალბათ სათქმელიც. სიტყვაზე, ჩვეულებისამებრ, მიმდინარე ფაქტებზე დიდად არ ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, რადგან უფრო – წინაპირობები, განწყობა, ისტორია, იდეოლოგია და ტენდენციები გვაინტერსებს. რაც ფონურ ფაქტებთან ბმაში, ვგონებ ერთგვარი know-how_ა ქართული დამოუკიდებელი მედიისთვის, მით უფრო ციკლის ფორმატში. მაგრამ ამჯერზე, ეს კონკრეტული საუბარი გამონაკლისის სახით, ფაქტების დეტალიზირებული მიმოხილვითა და ბლიც-პასუხებით მინდა დავიწყოთ. რადგან, იმ ყოველივეს შემხედვრარე, რაც ხდება ჩვენს თავს მართულად ქაოტურ, ურთიერთგადამფარავ და დიდწილად ერთი დისკურსის საინფორმაციო ნაკადების ფონზე, სულ უფრო მივდივარ ბანალურ დასკვნამდე რომ, ერთი-ერთი უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ისაა რომ, ქართველები მასობრივად ვერ ხედავენ სამყაროს ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში და ხედავენ მას იმნაირს, როგორიც ნახვა სურთ „პარტიული“ მეინსტრიმული მედიის მფლობელებს. ასევე, სხვა ყველაფერთან ერთად იმაზეც მინდა გასცე პასუხი, თუ რატომ ხდება, რომ ვერა და ვერ გამოვედით მატრიციდან, რომელიც დეკადებია რაც გამრუდებულად გვანახებს ფაქტებს. თან ხდება ეს იმ დროს, როდესაც საერთო ნეოლიბერალური წესრიგი, ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირყევა და დასასრულს უახლოვდება. რაც სხვათა შორის, ტოტალური მემარცხენე ლიბერალური ცენხურის მიუხედავდ არ რჩება შეუმჩნეველი ობიქეტური წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების და ცალკეული ქართველი ექსპერტების მხრიდან. იქაურ წესიერ ჟურნალისტურ კორპუსს და აქაურ ორ-სამ კვალიფიციურ ექსპერტს, რომ თავი გავანებოთ, აგერ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მორავეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვასუვერენული ერისახელმწიფოების როლზე“ ევროკავშირის წინააღმდეგ. რაც დამეთანხმები და, წარმოუდგენელი იყო ათიოდე წლის წინ, ანდა, დღეს რომ რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა გაიმეოროს მისი სიტყვები, მყისვე მოინათლება „რუსულ პროპაგანდად“. ესოდენ გაცვეთილ შტამპად-თქო, რომელსაც მთელი ეს წლები წვეთი წყლის სიჯიუტით იყენებენ ივანიშვილ-ღარიბაშვილის წინააღმდეგ. არადა, მოროვეცკის ეს გამოსვლა პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის სხვა ლიდერების ბოლოდროინდელ და ისეთ კონცეპტუალურ გამოსვლებთან, როგორებიცაა მაგალითად მაკრონის წარმოთქმული სიტყვა 2017 წელს სორბონაში და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ 2022 წლის აგვისტოში პრაღაში გაკეთებული განცხადებასთან და ა.შ. ბრმა და ყრუ უნდა იყო, ელემენტარულად, დასავლურ სერიოზულ გამოცემებს არ ეცნობოდე, რომ „ჯორის შემართებით“ ვერ ხედავდე ამ პროცესს. ასევე გაორებულ, „კულტრული ომში“ ჩაძირულ შტატებს, რომელიც ყოველდღიურად თმობს მსოფლიო ჰეგემონის პოზიციას როგორც ეკონომიკის, ასევე სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში. თემა რთული და მრავალწახნაგოვანია, ამიტომაც მოდი უფრო აბსტრაქტულით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ ნაკლებად აბსტრაქტულზე. ეს, რომ ბოლოსკენ უფრო ადვილად აღიქღვას გადაღლილმა მკითხელმა.

 

 

იმედია მოგვიტევებენ სირთულისთვის, ამ დიალოგებით ხომ დიდაქტიკურ ამოცანებსაც ვწყვეტთ გზადაგზა (იცინის). მხოლოდ ნაწილობრივ გეთანხმები რომ, ქართველებმა, მასობრივად უნდა შევძლოთ დავინახოთ სამყარო არა ისეთი როგორის ნახვას შევეჩვიეთ, არამედ ისეთი როგორიც არის. რადგან მაგ „დაუნახავებზე“ ბევრად მეტია ისინი, ვინც „მიშისტური“ სატელევიზიო პროპაგანდის პრიზმის მიღმაც ხედავს და ადეკვატურად აფასებს ვითარებას. თუნდაც „აჭარა_PS“_ის მეშვეობით, ჩაატარე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხვა სოფელსა და ქუჩაში, ე.წ. არამეინსტრიმულ ექსპერტ-ჟურნალისტთა შორის და ა.შ. გარწმუნებ, გაკვირვებული დარჩები, თუ როგორი სიზუსტით ახაიათებს „უბრალო“, ანუ „მიშისტურ“ ტრენდს_მიღმა მდგარი არაანგაჟირებული ადამიანები, ამა თუ იმ პოლიტიკოს, პარტიას, უახლეს ისტორიას, კონფლიქტს რუსთან, თურქულ ფაქტორს, ანდა სხვა ნებისმიერ მსოფლიო მოვლენას.

 

 

-ოდითგანვეა, და ყველა წარჩინებულ ერში ითვლება რომ, vox populi vox Dei_ა (რედ. „ხმა ხალხის, ხმა ღმერთის“), მაგრამ ჩვენში რატომღაც ჩახშობილია გარკვეული ძალების მიერ.

 

 

აქ საქმე რაშია და, არ ეძლევათ ამ ხალხს სათანადო ტრიბუნა, არც ფონდები უმაგრებთ ზურს. ისიცაა რომ, მათი წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტში „by default“ („ნაგულისხმები“, «по умолчанию») არიან შერჩეული ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიერ, და თან ძალზე ვერაგულად განლაგებულნი, – თუგინდ „deep state“_ის დონეზე აიღე. მერედა, იმდენად მასობრივად არიან წარმოდგენილნი საპასუხისმგებლო პოსტებზე რომ, არათუ ცალკეულ ნათელ სახალხო გაერთიანებას, ან თუნდაც წესიერ გონს ჩაახშობენ ოკეანის გაღმა პატრონებს რომ დასჭირდეთ – ილია მართალი რომ გაცოცხლდეს და ერმა ამოიცნოს „დიდი ინკვიზიტორის“ სიუჟეტის დარად, იმას მოკლავენ თვალდაუხამხამებლად. სხვათა შორის,  აი ესაა, ფორმალურ გარემოემებს რომ გავანებო თავი, ერთ-ერთი იმ ნამდვილ მიზეზთა შორის, ამ მოჯადოვებული წრის დაუსრულებელ ყოფაში რომ გვამყოფებს და რასაც ივანიშვილმა 12-თში ნაკლები ყურადღება მიანიჭა. საკითხის მნიშვნელობის და საბედისწერო ხასიათის დასტურად, ტრამპის სიტყვებსაც მოვიყვან ბარემ; “Either the Deep State destroys America, or we destroy the Deep State.” ანუ, თუ ვერ გავანადგურებთ „დიპ სთეითს“, ის გაანადგურებს ამერიკას და რომ ექსტრაპოლაცია მოვახდონოთ ჩვენზე, ეს გაჟღერდება შემდეგნაირად – თუ ვერ გავანადგურებთ მიშისტურ „დიპ სთეითს“, ის გაანადგურებს ივანიშვილ-ღარიბაშივილს და შესაბამისად მიშიზმის რეანიმირებაც მოხდება ბუნებრივად.

 

 

-რომ ამბობ ვერ მიხედაო 12_ ში, მე კი ვფიქრობ რომ ჩვენმა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ მისცეს საშუალება, ამ უმნიშვნელოვანეს სფოროზე მიეხედა.

 

 

ესეცაა რა თქმა უნდა დიდწილად; იმდენად კარგად შენიღბულ დივერსანტს მიაბარეს „ოცნების“ საკადრო პოლიტიკა თავშივე, რომ მოახერხა და ბევრი დააბრმავა კიდეც ივანიშვილის უშუალო გარემოცვიდან. აბა დუმბაძე, გუბაზი, ერმაკოვი სახეებად რა დასაყენებელი იყო? ერთი „ფრიკი“, მეორე ცნობილი მეძავი და ქურდი.

 

 

-და რამდენი ასეთი…

 

 

მერედა, ამ შედარებით წვრილფეხა მედროვეებს რომ ავცდეთ; განა ერთი და განუმეორებელი იყო „ტოპში“, გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის გოგაშვილი? მთელი პლეადაა მსგავსი წარსულის, უნარებისა და სულისკვეთების ფიგურა მანდ; მაგალითად, დღეს რომ „ოცნებიდან“ წასულნი, ყოვლად უტიფრად „ნაციონალების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე გამოდიან მღზნებარე სიტყვებით. „ჯანდაბას“ იტყვის მავანი ტექნოკრატი, – „წავიდნენ“, „დაიჭირეს“, „გაშიფრეს“, „ჩამოაშორეს“; მაგრამ საქმე იმაშია რომ, კიდევაა მმართველ ძალაში დარჩენილი ასობით მაგდენი, ბევრად საშიში მაქცია. ივანიშვილის რეპუტაციის შემლახველი უკვე იმით რომ, ასეთი წარსულის და მიდრეკილებების, საეჭვო იმიჯის პერსონა პირადად მასთან იგივდება კოლექტიურ წარმოდგენებში. რადგან ისევ და ისევ, პერსონალურად მას და არა სხვა რამეს ან ვინმეს, აძლევს ხალხი მასობრივად ხმას. განსაკუთრებით კი რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზეა ასეთი არასახარბიელო სურათი. სადაც ცენტრალური ხელისუფლება, ეტყობა „ევროპული“, სუბსიდიარულობის პრინციპის გათვალისწინებით ნაკლებად აკონტროლებს სიტუაციას და მინდობილია ადგილობრივ კადრებზე. ბედის ირონიის გამო სწორედ იმათზე, თავის დროზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რომ იყო შერჩეული ღრმა დივერსიებისთის და არასამთავრობოების კეთილგანწყობით სარგებლობდა. მერედა, სრული უკონტროლობის პირობებში, ასეთ დელიკატურ, სპეცსამსახურების დონეზე მუშაობას რომ თავი გაანებო, იმდენად გათავხედდა ეს ძალები, რომ აღარც ინიღბებიან დიდად და უკვე პირდაპირ, ივანიშვილის საჯაროდ მაგინებელ ხალხს ნიშნავენ საპასუხისმგებლო პოსტებზე და განა მხოლოდ 12-მდე? ათეულობით პირს დაგისახელებთ აჭარაში, ვინც 16-17-18-19-20 წელს გამოირჩეოდა „მიშისტური“ „სპიჩებით“, პათოლოგიური რუსოფობიითა და ქცევით. დანიშვნისთანავე კი, გაყუჩული – მთელ თავის ბნელ ენერგიას მიმართავდა მლიქვნელობას სოციალურ ქსელებში, რათა ფორმალურად მაინც, ახალი პატრონების თვალში გადაეფარა ძველი ლაიტმოტივები. მაგრამ, ხომ გაგიგია თუ რაა იდეომოტორიკა (რედ. – ეს კონცეფცია ნიშნავს სხეულის უნებლიე მოძრაობებს, რომლებიც ხდება ამ მოძრაობის გონებრივი შესრულების შემთხვევაში), ხოდა აქაც ასეა-თქო. რადგან, ვერ დამალავ ჭეშმარიტ ბუნებას კრიტიკულ სიტუაციებში, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა მაგალითად; ივანიშვილ-ღარიბაშვილის და მთლიანობაში პარტიის კურსის მხარდაჭერის ნაცვლად, ადგილობრივი პარტიული კვაზი_ბონზების სურათების გამალებული „გაშეირება“ (ვისი უშუალო დამსახურებაცა ამ ლექის აღზევება), იმ ფონზე, როდესაც ზოგადეროვნულ დონეზე „ოცნებისთვის“ კრიტიკული დღეებია დამდგარი. ამ სტრატეგიული მიმართულებით კი, არათუ ერთი მხარდამჭერი პოსტი არაა-მეთქი (სატელევიზიო გამოსვლაზე ხომ ზედმეტია საუბარი), ეს კონკეტული კონტიგენტი ანტისახელმწიფოებრივი პროტესტანტების სიმბოლიკას, „მემებს“, „სტატუსებს“ აფრიალებს ქსელში.

 

 

-და ამით აგულადებს, მორალურ მხარდაჭერას უცხადებს მომიტინგეებს, არა? იდიოტი უნდა იყო, რომ ეს ვერ მიხვდე. მაგრამ ამის გამო ფორმალურად ვერც მიუდგები, თუმცა შინაარსობრივად ხომ ყველასათვის გასაგებია თუ ვის ემხრობა ეს ხალხი სინამდვილეში, იმის მიუხედავად რომ ფორმალურად „ოცნების“ აქტივში ირიცხებიან და რატომ არ რეაგირებენ ამაზე ცენტრში, აი ესაა საინტერესო. მერედა, ეს ხომ პირველად არ ხდება, ანუ როცა „მიშისტი“ პროტესტანტების ბობოქრობა მიდინარეობს და იწვის ჩვენი პოლიციელები ეს ქცევა ჩვეული, ლამის რეფლექტორულია მათთვის. ახლა კი უბრალოდ იმდენად თვალშისაცემი იყო ეს, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების დროს-თქო, რომ არ მგონია ეს რეაგირების გარეშე დატოვონ თბილისიდან. თუმცა, ადამიანურად მესმის მაგ მედროვეებისაც, ეტყობა, სამომავლოდ რომ დაუფასდეთ, თუ რამე შეიცვალა, ხომ უნდა ჰქონდეთ მისასვლელი პირი? სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს.

 

 

პრინციპში სხვა არც იციან რამე, საშუალოზე დაბალი დონის კლერკებს, „ჩალიჩმეისტერებს“, მიდი-მოდი წრეებს ამ ტიპის მდაბიო ქცევით გაჰქონდათ თავი კომუნისტების, ზვიადის, აბაშიძეს და სააკაშვილის პერიოდებშიც. აბა სხვა რამ არც იციან – საერთოდ, რა საზოგადოებრივი სიკეთეების დამკვიდრება უნდა მოსთხოვო ასეთი ფსიქოტიპის და წარსულის ხალხს.

 

 

-ჩინურია ეს სიქველეების ანატომია მათთვის.

 

დავსძენდი ბარემ, – ამაზრზენია ზოგადსაკაცობრიო იდეალების გადმოსახედიდანაც ასეთი სიტუაციური და მერკანტილური ცხოვრება. მერედა, ხედავს ამ მასობრივ თვალთმაქცობას წესიერი ხალხი და რბილად რომ ვთქვა, პატარა ბათუმის მაცხოვრებლებში გაოგნებას იწვევს მსგავსი ქცევა და კადრების შერჩევის უპრინციპობა თან. ოდესღაც ესოდენ წარჩინებული, კულტურული ქალაქის, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და კარგად იცის ვის რა უკეთებია, რა ამოძრავებდათ, რა პოტენციალისაა და რა ცნებებით უცხოვრია. ეს კი თავის მხრივ, ბათუმელების გაუცხობას იწვევს მმართველი ძალისგან. რაც ზედმიწევნით აისახა პრინციპში ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე და სამომავლოდ, ალგორითმის არშეცვლის შემთხვევაში, ვატყობ კატასტროფის მომტანია კიდეც  „ოცნებისთვის“. აქ სწორად მინდა გამიგონ, „ოცნებაზე“ კი არ მაქვს ჭიპი მიჭრილი, უბრალოდ არ მინდა ჩემი ქალაქი, რომლის მშენებლობაში ჩემს წინაპრებს უდიდესი როლი მიუძღვით, საკუთრივ ჩემს მოკრძალებულ როლზე რომ აღარაფერ ვილაპარაკო ბათუმის წინაშე, – დავინახო ის, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში.

 

 

-გასაგებია, „ოცნება“ ამ შემთხვევაში უბრალოდ ორგანიზაციულად ერთადერთი ძალაა, ვისაც ამ ანტიუტოპიის განხორციელებას შეუძლია რეალურად აღუდგეს და გამოსავალი რაშია?

 

 

აბა რა გითხრა; ქალაქი ეს უპირველეს ყოვლისა ქალაქელებია და არა შენობები, ასფალტი თუ სხვა რამ. კარგავ ქალაქელებს, კარგავ ქალაქურ სუბკულტურას და შესაბამისად ქალაქს როგორც ასეთს. მოკლედ, დაფიქრდე უნდა იმაზე, თუ ვინ ისარგებლებს ასეთი მდგომარეობით, რას მოუტანს ეს ქალაქს და ამის მიხედვით იმოქმედო. ხდება ეს უნებლიეთ, გამოუცდელობის და ახლომხედველობის გამო თუ მიზანმიმართულად, თანმიმდევრული სიღრმისეული დივერსიების მეშვეობით, „დიპ სთეითის“ ფორმატში. ასევე, ვის აწყობს ეს მდგომარეობა – “сui bono”, გამოავლინო და მიმართო ქალაქელების ენერგია ამ ხალხის წინააღმდეგ. არ შეგიძლია ამის გაკეთება მარტო, მაშინ წარჩინებული ქალაქელების ჯგუფის ორგანიზება მოახერხო ისე რომ, პროვინციული ტიპის დაბრკოლობების ავლით, ცენტრს ანდა პირდაპირ ივანიშვილ-ღარიბაშვილს მიაწვდინო ხმა. შექმნა მაგალითად,  რომ გვქონდა სამოქალაქო მოძრაობა ადრე, „ბათუმური პლატფორმის“ მსგავსი, გააქტიურდე მედიაში და ა.შ. არაა ეს პრობლემა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ყველაფერი სწორად წავა. ნებისმიერი საქმის წარმატება ხომ სწორ ორგანიზებაზეა დამოკიდებული, ნებასა და დროულ იდეაზე (იცინის).

 

 

-ჰმ, დეტალურად თუ გავიხსენებთ 12-ს მერინდელ აქაურ საზოგადეობრივ-პოლიტიკურ პერიპეტიებს. თუ რა გზებით გადაყლაპა ძველმა ადმინისტრაციულმა, ახალი პოლიტიკური ელიტა, ვგონებ პროცესსაც ნათლად დავინახავთ და სიტუაციის გამოსწორების გზებს, არა? სიტუაციის სწორმა, სიღრმისეულმა ანალიზმა უნდა დაგვეხმაროს-თქო.

 

 

კარგია, რომ საზოგადოებრივი, – უშუალოდ პოლიტიკურთან და პოლიტიკურიდან გამომდინარეთ ახსენე; რადგან ერთი ნიშანდობლივი რამ გამასხენა ამ ბმამ, რომელიც ზემორე საუბრისას გამომრჩა. ეს, ფორმალურად მიმიკრირებული კონტიგენტია რომ, სარგებლობს კეთილგანწყობით, შინაარსობრივად „მიშისტური“, მაგრამ ფორმალურად საზოგადოებრივი ტელევიზიების მხრიდან და მონიტორინგი ამის ადვილზე-ადვილია, თუ სათანადო დაინტერესება იქნება. ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ამ ფატქორს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება იმ არაჯანსაღ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენის თვალსაზრისით, რაც დამყარდა ჩვენში. თუნდაც იმით რომ, იქმნება ილუზია ვითომცდა ვინმესთვის საინტერსეოა ესა თუ ის, შემთხვევთობის, „დიპ სთეითის“ ან ნეპოტიზმის წყალობით აღზევებული უღიმღამო მოხელე, და ამ დროს კი არსით, „ოცნების“ რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი პერსონა-გამვლელი.

 

 

-გასაგებია, მისი წარსულისა, მსოფლმხედველობის და უნარების გათვალისწინებით, ვითომცდა „ოცნებას“ ეხმარებიან პიარის კუთხით და ამ დროს კი ძირავენ მმართველ პარტიას, ასეთი ხალხის წარმოჩენით მის რიგებში. ჯერ კიდევ სტენდალი ამბობდა, „ფრანგები ყოველთვის იმ აზრზე არიან, რა აზრზეა გაზეთი, რომელსაც ბოლო ნახევარი წელიწადი კითხულობენ“_ო. მას მერე, არსებითად არაფერია შეცვლილი და მით უფრო ქართულ რეგიონებში. გამოდის, ის რაც „ობივატელს“ მისი აზრი ჰგონია, სინამდვილეში იმ მედიარესურსის დისკურსია რომელსაც აზის-თქო, და ალბათ მაგიტომაც დაგბლოკეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის პოსტზე?

 

იქნებ, რადგან მშვენივრად იცოდნენ რომ, არც ტელევიზია და არც რეგიონი აღარ იქნებოდა ასეთ შემთხვევაში ისეთი, როგორიც დღესაა და არც მემარცხენე ლიბერალური დისკურსი იქნებოდა წარმოდგენილი იმ დოზით, რა დოზითაა ის დღეს მანდ დომინანტად, დირექტორების ხშირი ცვლის მიუხედავად. სხვათა შორის, აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ლაკმუსის ქაღალდი და არაჩვეულებრივი დასტურია იმის თუ, როგორ არ უნდა ვიღაცას, ან რაღაცას, რომ რეგიონს გამართული, ყურებადი, ობიექტური და შინაარსობრივად კლასიკურ-ლიბერალური ანდა სულაც, ტრადიციულ-კონსერვატილუი ტელევზია ჰქონდეს. და ეს მხოლოდ ერთი მხარეა იმ ქვაკუთხედის, რაზეც ეყრდნობა „ნაცების“ რევანშის, რეალურზე რეალური პერსპექტივა აჭარაში, სხვა გვერდით ეფექტებს რომ დავანებო თავი. „მიშისტებს“ ასეთ მზაკვრულ ტექნოლოგიებში ბადალი არ ჰყავთ (იცინის), მით უფრო როცა მე-5 კოლონის სახით ჰყავთ ხალხი იმ პროფილურ განყოფილებებში მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე, რომლებსაც „სოციალური ინჟინერიის“ წარმართვა ევალებათ მმართველი ძალის და (პირადად ჩემთვის წმიდათა-წმიდა), – სახელმწიფოს სასარგებლოდ! უდიდესი პრობლემა, რასაც „ოცნებამ“ 9 წლის თავზეც კი, ვერა და ვერ აუღო ალღო გადაწყვეტის კუთხით. ნუ, გარდა „POSTV“_ს არსებობისა, რომლის მაღალი კომპეტენცია საკითხში და ძალისხმევა დასაფასებელია, მაგრამ რესურსი არ გაჩნიათ საკმარისი, რომ „ნაცები“ იდეოლოგიურად, ფუნდამენტურ დონეებზე დაამარცხონ. მით უფრო, როდესაც მთელ ამ ქტონიკურ ძალებს, ასე ვთქვათ „all the king’s horses and all the king’s men”, ეს ბრწყინვალე ოთხეული – ნუკრის, ბაჩოს, გურის და რამიშვილის სახით ჰყავთ ამოღებული მიზანში, ესოდენ ძლიერი მედიასაშუალებებითა და კვალიფიცური, ფინანსურად & იდეოლოგიურად უზრუნველყოფილი პარტიებით. საილუსტრაციოდ, ერთ ნიშანდობლივ მაგალითსაც მოვყვები მაშინ, მეტი თვალსაჩინოებისთვის. რადგანაც ამ სენსეტიურ თემას შევეხე იმ ავბედითი კონკურსების სერიიდან, ერთ-ერთ ეპიზოდზე გავამახვილებ ყურადღებას ბარემ-თქო, საიდანაც ნათლად სჩანს თუ რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე ადგილებზე: სხვა მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრისას (ტელევიზიისთვის მიმდინარე „ყვითელი“ პროფილის კორექტირებაზე,  სამეცნიერო-საგანმათლებლო და შემეცნებითი კუთხით), შევეხე ისეთ საკითხსაც, როგორიცაა კულტურათა და რელიგიათა შორის ცივილიზირებული დიალოგი და რომ რეგიონალურმა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა უზრუნველყოს ურთიერთობების ეს ფორმა უმაღლესი სტანდარტით. ასევე, საგნის ცოდნით (ამას ხაზს ვუსმავდი, რადგან თავის დროზე უახლეს ისტორიასა და ფილოსოფიასთან ერთად, რელიგიის ისტორიის ლექტორი და პარალელურად თანაშემწეც ვიყავი რექტორის, ბათუმის შოთა რუსთავლის უნივირსიტეტში), მით უფრო ჩვენნაირ მულტიკონფესიურ, საზღვრისპირა და შესაბამისად, რთულ  კუთხეში. პასუხად ბორდის ერთ-ერთი წევრისგან მივიღე ის რომ, თურმე მისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და საზოგადოებრივი ტელევიზიის, მათთვის შეუზღუდავად ტრიბუნის დათმობა. ამას „კანონი ითხოვს“, და „რის გარანტიებსაც“ ვერ ხედავს თურმე, მე რომ მომცეს ხმა. ჰმ / ესაიას არ იყოს, „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს – ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს – მწარედ“_ო. სიტყვაზე, კანონი სხვათა შორის იმასაც ითხოვს (!), რომ ბორდის წევრები საზოგადოებრივი „ნდობით სარგებლობდნენ“ და „ცნობადობით“ გამოირჩეოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე გავანებოთ ამას თავი. მერინდელ, საგულდაგულოდ აჭარის ტელევიზიისთვის მიძვნილ წერილში იყოს დეტალიზირება. ისე კი, ორიოდე სიტყვით და ცნობისთვის დავსძენდი რომ, „ოცნების“ კვოტით არჩეული ეს ქალბატონი, უბრალოდ „ბალდიზია“, კვირიკაშვილის დროს დანიშნული პატარიძის და ამ უკანასკნელის მიერ, შერჩეული ერთ-ერთი კადრის. აი, ესაა მთელი იმ სიქველეთა თაიგული, რამაც მისი ჯერ ბორდში ყოფნა განაპირობა, და შემდეგ ტელევიზიის ტრანსფორმაციისთვის ხელშეწყობის ნაცვლად, გააორმაგებინა ხელფასი წინა ბორდთან შედარებით. ამ კადრმა კი თავის მხრივ, ბათუმელებს იმით დაამახსოვრა თავი რომ, გიორგი კირთაძის კითხვაზე (ისევ აჭარის ტელევიზიით), – „თუ რა აკეთა აჭარაში „ოცნებამ“, ცხრა წლის განმავლობაში“, უპასუხა რომ გორგილაძის ქუჩაზე, „ორი სამრეცხაო გაიხსნა“. სხვათა შორის, ეს „მემად“ ქცეული ეპიზოდიც ვახსენე კონკურსზე და მხოლოდ მერე მითხრეს (ბორდის წევრებიდან ერთ-ერთმა) რომ, ეს ქალბატონი მაგ პერსონაჟის „ბაჯანაღია“_ო და რომ „შანსი აღარ მაქვს მისგან ხმის მიღების_ო, თუ არ დაურეკეს“ რა თქმა უნდა, „ძალიან მაღალი ეშელონებიდან“_ო (იცინის). ეს სიმპტომატური მაგალითი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით მოვიყვანე; რომ მკაფიოდ ჩანდეს, – თუ როგორი დევიანტური გზებით აისახება ხოლმე პრაქტიკაზე, ასეთი უსისტემობა საკადრო პოლიტიკაში და ჩანერგლების, ან შემთხვევითი ხალხის გნიასი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში. რაც შემდგომში, სხვა მრავალ მედია და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორსაც განაპირობს მმართველი ძალისთვის არასათანადო განვითარების კუთხით. მეტიც, ნაწილობრივ წინარე რევოლუციურ სიტუაციასაც ჰქმნის „ოცნების“ რეიტინგის დევალვაციის გამო. ისე კი, ვისარგებლებ რა შემთხვევით და რადგან არ დამცალდა იქ, იმის გამო რომ ქალბატონ N_მა დემონსტრაციულად დატოვა კონკურსი, გავიმეორებ მისთვის და დანარჩენი მკითხელევისთვის აქ; რომ უკეთ გაიაზროს მავანმა, თუ რამ განაპირობა თავად სექსუალური უმცირესობების ტრენდი და რის გამოც ასე წუხდა ის ქალბატონი. ასევე, ზოგადად რას ემსახურება აჭარაში გარკვეული წრეების მოღვაწეობა ე.წ. გენდერის კუთხითაც;

-1969 წელს გრინჩვილიჯში, ერთ-ერთ ამერიკულ ბარში მოხდა ჩხუბი პოლიციელბს და გეებს შორის. ეს პირველად არ ხდებოდა, მაგრამ პირველად მოხდა გეების გარეთ გამოსვლა პროტესტის ნიშნად, სადაც დემონსტრაციაზე დააფიქსირეს – „მორჩა ჩვენი დევნა_ო!“. აი ასე ამ დროს კი რა ხდება სამყაროში, ანუ 69 წელს და, – მოჰკლეს მარტინ ლუთერ კინგი, კენედი, ვეიტნამის ომი მძვინვარებს, სსრკ_ამ შეიყვანა პრაღაში ტანკები და ა.შ. საგიჟე მძვინვარებს-თქო, რის გამოც არავის ეცალა სექსუალური უმცირესობების პრობლემის ადეკვატური გადაწყვეტისთვის. აი მაშინ, იხელთეს რა დრო და იერიში მიიტანეს გეებმა „ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაზე“. ასოციაიცია მაშინ ფიქრობდა რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა და უნდა უმნკურნალო მედიკამნტოზური ან ფსიქოლოგიური გზით, – მკურნალობდნენ კიდეც და ხშირად წარმატებით, უფრო არტ-თერაპიით. ხოდა, იმ გეებმა რომლებიც კავშირში იყვნენ მემარცხენე და კომუნისტურ მიმდინარეობებთან და სსრკ მოგეხსენება, ყველა მემარცხენე სწავლებას უჭერდა მხარს, მისცეს ყოველივე ამას პოლიტიკური ელფერი. რის მერე, ე.წ., „ცისფრების“ დემონსტარციები მიდიოდა წითელი დროშების თანხლებით, ეს ასევე ეხება სხვადასხვა გენდერულ-ფემინისტურ აქციებსაც, რომელიც დიდწილად გეებთან ერთად, ან პარალელურ რეჟიმში იმართებოდა. დღეს ეს ანეკდოტად გვეჩვენება და წარმოუდგენლად ჟღერს ჩვენი „პრადვინუტი“ მემარცხენე ლიბერალების თვალაში, მაგრამ მაშინ ეს ასე იყო. მოკლედ, ასოციაცია ითვლიდა 22 ათას კაცს და 1974 წელს მოხდა დაუშვებელი რამ პროფესიული მედიკოსებისთვის. არანაირი კვლევები არ ჩატარებულა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, უბრალოდ დადგა კენჭისყრაზე საკითხი, „ჰომოსექსუალიზმი ნორმაა თუ პათოლოგია?“. გადააგზავნეს ბიულეტენები  ამ კითხვით და მიიღეს უკან 10 000 ბიულეტენი. აქედან, 5800_მა თქვა რომ ეს ნორმააო, 3800_მა კი, რომ ეს პათოლოგია. უხეშად რომ ვთქვა, 60 % თანახმა იყო, 40 კი არა. მაგრამ ეს 60 პროცენტი იყო ამ 10 000 კაცისგან და არა 22 ათასისგან. დანარჩენმა ხმა საერთოდ არ მისცა. სულ კი ფსიქიატრი ამერიკაში 30 000_ამდე იყო, აი ასე 5 300 კაცმა 30 000-იდან გადაწყვიტა გეების ბედი და წლების მერე ჩემზე ხმის მიცემ-არმიცემაც, ამ ქალბატონის მხრიდან. მხოლოდ ამის მერე გაცხადდა-თქო, რომ მეცნიერებამ ასე გადაწყვიტა, და აი ამ ფსეოვდომეცნიერულ დასკვნის ლობირებას ცდილობს ეს ქალბატონი მანდ და კიდევ, ბარეული მემარცხენე ნეოლიბერალი ლობისტი, „ოცნების“ ქურქში შეფუთული სხვა, ფორმალურად მმართველი ძალის არხებით და ღიად „მიშისტურ“ არხებზე. აუცილებლად დავუბრუნდები ამ თემას უახლოეს პროფილურ წერილში, რადგან იმდენად ჩახლართულია და იმდენად დიდი გავლენა აქვს ამ პრაქტიკას და მექანიზმებს რელურ პოლიტიკაზე, რომ ასე გაკვრით შეუძლებელია ურთიერთზემოქმედების და კავშირების გაშიფრვა.

 

 

 

-არადა ამათ ექსპერტებს რომ უსმინო, ყველაფერს მათემატიკურ მოდელში მოგითავსებენ და აგიხსნიან ისე რომ ამ ფაქტორებს არც კი ახსენებენ. მაგრამ ერთს არ ითვალისწინებენ, ადამიანური საზოგადოებების მორგება ხელოვნურ სქემაზე ბევრად რთულია ვიდრე მოდელირება და პარალელურად საზოგადოებრივი აზრის ფორმირება დაკვეთით. მოკლედ, ყოველივე ზემორეს შემხედვარე, სულ უფრო მივდივარ აზრამდე რომ, ტექნიკურ საკითხებში ჩავიძრებით თუ ახალი ისტორიული პროექტი არ შეთავაზენ ქვეყანას. ჩვენ პრინციპში ამით ვართ დაკავებულნი, მაგრამ კარგად მესმის ისიც რომ, ეს ინსტიტუტის, ასევე მეინსტრიმული მედიარესურსების საქმეა და მხოლოდ ჩვენი ძალებით ამას ვერ ვიზამთ, რაგინდ მაქსიმალური აუდიტორია მოვიცვათ. თუმცა კონტურების, საგზაო სქემატური რუკის დადება ნამდვილად შეგვიძლია.

 

 

მათ სინდისზეა მათივე ხრიკები; მთავარია,  ჩვენ აღვასრულოთ ვალი ქვეყნის და ბათუმის წინაშე. აი მერე, როცა „ურემი გადაბრუნდება“, პირნათლად რომ წავრსდგეთ მაგ დაღდასმულების წინაშეც. რაც, და ბათუმლები დაადასტურებს, არაერთხელ გადაგვხდენია ცხოვრებაში. მოკლედ, მოდი  ეს და მართლაც რომ ძალზე აქტუალური მსჯელობა ახალ ისტორიულ პროექტზე მომდევნო ინტერვიუს თემა იყოს. თორემ ვატყობ, ძალიან გადავღალეთ მკითხველი. მერედა, უკუკავშირზეც ჩვენი რეაქცია უფრო საინტერესო იქნება მისთვის – verba volant, scripta manent_ო (იცინის).

 

 

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე