ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილი ბევრად მეტს იწონის, ვიდრე დღეს დასახელდა, წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და სინამდვილეში პაციენტი ბევრად მეტს იწონის.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, არ იცის, რის საფუძველზე საუბრობენ, რომ დღეის მდგომარეობით სააკაშვილი 58 კილოს იწონის.

„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია, დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი 58 კილოგრამს იწონის.