დავით მათიკაშვილი: წარმოუდგენელია, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტში რაიმე კეთილი საქმე გააკეთოს

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი პარლამენტში არიან, თუ პარლამენტს გარეთ, კარგ საქმეს ვერ აკეთებენ. ეს მათი ნეგატიური შიგთავსის ბრალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის არჩევნების შემდგომ, ბორბალში ჯოხის გაყრის მცდელობა რომ ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, როცა ის არ შემოდიოდა პარლამენტში. მას სურდა პარლამენტის დელეგიტიმიზაცია, შემდგომ უკვე ევროკავშირთან დაახლოების, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით არსებულ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში მათ არ მიიღეს მონაწილეობა და პირიქით, ყველანაირად ხელს უშლიდნენ ამ პროცესს. ხოლო ახლა, როდესაც მხოლოდ ორი რეკომენდაცია არის დარჩენილი, ეს ცხადია არის პოპულიზმი – მსოფლიოსთან პოზიციონირება, თითქოს ეს ჯგუფი არის მოწადინებული, რომ კეთილი საქმე გააკეთოს საქართველოს პარლამენტში. მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მათი პარლამენტში ყოფნით, თუ პარლამენტს გარეთ ყოფნით, ისინი კარგ საქმეს ვერ აკეთებენ. ეს მათი ნეგატიური შიგთავსის ბრალია და წარმოუდგენელიცაა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რაიმე კეთილი საქმე გააკეთოს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი ისევ შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.