რეალურად ე.წ. კლანის წინააღმდეგ მიდის სიუჟეტების გაშვება და არ ერიდებიან, რომ მაკა გველესიანი და მისი შვილი მორალურ ტერორში ამყოფონ – იმის გამო, რომ სასამართლო სისტემასთან პრეტენზია აქვთ, უკადრებელს კადრულობენ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ “TV პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, “მოსამართლე მაკა გველესიანი სასამართლოში არსებული ვითარების გამო ემიგრაციაში წავიდა”.
ლევან მურუსიძის განცხადებით, მან “ტვ პირველის” ჟურნალისტს არაოფიციალურ საუბარში თავიდანვე განუმარტა, რომ მაკა გველესიანმა ქვეყანა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
“რეალურად ე.წ. კლანის წინააღმდეგ მიდის სიუჟეტების გაშვება და არ ერიდებიან, რომ ქალბატონი და მისი შვილი მორალურ ტერორში ამყოფონ. ანუ, მიზანი ამართლებს საშუალებას. რეალურად, იმის გამო რომ პრეტენზია აქვთ სასამართლო სისტემასთან და უნდა გალანძღონ აუცილებლად, ამის გამო კადრულობენ უკადრებელს. არღვევენ ყველანაირ უფლებებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, კამერით რომ მოვიდა ოპერატორი და ჟურნალისტი, სანამ დავიწყებდით ოფიციალურ საუბარს, პირდაპირ ვუთხარი, რომ ქალბატონი მაკა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიტომ წავიდა, რომ შვილო ჰყავდა ცუდად და ეს ისეთი თემაა, რასაც ოფიციალურად ვერ გეტყვით და არ გაუშვათ ეს სიუჟეტი-მეთქი”, – განაცხადა მურუსიძემ.