ქუთაისში შუალედურ რიგგარეშე არჩევნებში მმართველი გუნდიდან მიხეილ გიორგაძე იბრძოლებს

საქართველოში, მიმდინარე წლის 29 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება. ქუთაისში ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ,,ქართული ოცნებიდან“ N30 საჯარო სკოლის  დირექტორი, მიხეილ გიორგაძე იბრძოლებს.

როგორც მან  განაცხადა, კანდიდატად უკვე დარეგისტრირდა, ოფიციალური წარდგენა კი უახლოეს დღეებში მოხდება.

შეგახსენებთ, ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოქმედმა დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ბრეგაძემ საქართველო დატოვა. ბოლო რამდენიმე თვეა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.