რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით სამხედრო წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სწავლებაში სამი ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
რუსეთის თავდაცვის უწყება სწავლებას გეგმურს უწოდებს, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზანი ატომური სარაკეტო კომპლექსი – „იარსის“ მანევრირების შემუშავება და იარაღისა და სპეციალური ტექნიკის თანამედროვე სახეობების შესაძლებლობების შემუშავებაა.