შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მედიის ცნობით, საგარეო უწყებაში რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რასაც ოფიციალური სტოკჰოლმი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესში ჩარევის მცდელობად აფასებს.
რუსეთის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის ელჩი აცხადებდა, რომ ნატოში გაწევრიანებით შვედეთი და ფინეთი ლეგიტიმური სამიზნეები არიან რუსეთის საპასუხო ზომებისთვის, მათ შორის სამხედრო ხასიათის ზომებისთვის.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრიომის განცხადებით, საგარეო უწყება რუსეთის ელჩს იბარებს, რათა პროტესტი გამოთქვას „ჩარევის ამ აშკარა მცდელობის გამო“.