თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი საერთო მიზანია, გონიერებით და გამოცდილებით დავძლიოთ გამოწვევები და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო.

თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„აჭარიდან დაიწყო ჩვენი პარტიის კონფერენციები, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენ პარტიულ საქმიანობას, მეტად გააძლიერებს სტრუქტურებს და შესაბამისად, კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით მომავალი არჩევნებისთვის და მომავალი გამარჯვებებისთვის. ჩვენს პარტიას, მათ შორის, ჩვენს ხელისუფლებას უკვე 10 წელზე მეტია აქვს ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უდიდესი მხარდაჭერა. ჩვენ ამ მხარდაჭერის საფუძველზე მომავალშიც გავაგრძელებთ უპირობოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის, ჩვენი თითოეული კუთხის, მოქალაქეების სამსახურს. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ პერიოდში, ჩვენ ყველამ ერთად ძალიან გონივრულად შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში.

ჩვენი ხელისუფლების მთავარი ხელწერა არის, რომ არც ერთი ადამიანი არ იჩაგრებოდეს ამ ქვეყანაში და ხალხის და სიმართლის სამსახური სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენი საერთო მიზანია, გონიერებით და გამოცდილებით დავძლიოთ გამოწვევები და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ლიდერებთან ერთად, შუახევისა და ქედის „ქართული ოცნების” ორგანიზაციების წევრებს შეხვდება