ვლადიმერ ზელენსკი – ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი რუსეთისთვის კარგი არ იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ რუსეთი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს იმის ნიშანია, რომ რუსეთის ლიდერს არ მიუღია სასურველი გარანტიები ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან მოსკოვში შეხვედრისას, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი არ იყო კარგი რუსეთისთვის“, – აღნიშნა უყრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებეთ, „ასოშიეტედ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უყრაინაში მიიწვია.