აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ დაღუპულია ცხრა ადამიანი.
შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის მახლობლად მოხდა. ვერტმფრენები რუტინულ საწვრთნელ მისიაზე იმყოფებოდნენ. შეჯახების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.