გაერთიანებული სამეფოს მონარქი, მეფე კარლ III ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელსაც კარლი გაერთიანებული სამეფოს მეფის სტატუსით ეწვია. კარლ III და მისი მეუღლე კამილა უკვე შეხვდნენ გერმანიის პრეზიდენტ კარლ-ვალტერ შტაინმაიერს. ლიდერებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები განიხილეს.
მედიის ცნობით, კარლი გეგმავს გერმანიის ფედერაციულ პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, რის შემდეგაც ის ისტორიაში პირველი ბრიტანელი მონარქი იქნება, რომელიც ბუნდესტაგში სიტყვით გამოვა. ამას გარდა, კარლი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება.